VIDEO: 9 წუთი 100%-მდე დასატენად - ყველაზე სწრაფად დამტენი სმარტფონი გამოვიდა

TELEPONI

Redmi-მ ყველაზე სწრაფი დამუხტვის მქონე სმარტფონზე – Redmi Note 12 Explorer Edition-ზე ისაუბრა, რომლის 100%-ით დასატენად მხოლოდ 9 წუთია საჭირო.

Redmi-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Redmi Note 12 Explorer Edition სმარტფონის ელემენტის გენიალობაზეა საუბარი. ეს არის დღემდე ყველაზე სწრაფად დამტენი სმარტფონი – Redmi-მ პირველად შეამცირა დატენის დრო ერთნიშნა რიცხვამდე.