საინფორმაციო ტექნოლოგიების არმიამ "ვაგნერის" მონაცემთა ბაზა მოიპოვა

ვაგნერის ბაზა

უკრაინის მთავრობაში განაცხადეს, რომ მოიპოვეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულთა მონაცემები. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფიოდოროვმა 19 სექტემბერს ღამით, ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „საინფორმაციო ტექნოლოგიების არმიამ“ გატეხა „ვაგნერის“ საიტი, რომელიც უკრაინასთან ომისთვის აგროვებს რუს პატიმრებს.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინასთან ომში აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს". ბოლო ხანს გავრცელებული ცნობებით, როგორც "ვაგნერში", ისე, რეგულარულ არმიაში დიდი დანაკარგის შევსებას რუსეთი ცდილობს პატიმრების დაქირავებითაც. მათ სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომრად წასვლას.