თევზის ჭამა, ქალებში, ადრეულ სიკვდილიანობას ამცირებს - ახალი კვლევა

fish

არსებობს კავშირი თევზის ჭამასა და ქალებში სიკვდილიანობის რისკის შემცირებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩატარდა მხოლოდ იაპონიაში, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შედეგების განზოგადება შესაძლებელია მთელს მსოფლიოში.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი კორელაცია ქალებში თევზის რეგულარულ მოხმარებასა და ნებისმიერი კიბოსგან სიკვდილიანობის შემცირებას შორის.

ქალებს, რომლებიც ჭამდნენ წვრილ თევზს თვეში ერთხელ ან სამჯერ, 32%-ით ნაკლები ჰქონდათ სიკვდილიანობის რისკი ყველა მიზეზით და 28%-ით ნაკლები იყო კიბოსგან სიკვდილის რისკი.

რა სარგებელი მოაქვს პატარა თევზს?

პატარა თევზი წარმოუდგენლად მდიდარია ნუტრიენტებით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ჩვეულებრივ მთლიანად მიირთმევენ. პატარა თევზის თავი, ძვლები და ორგანოები მდიდარია კალციუმით, D ვიტამინით და A ვიტამინით.

„პატარა თევზი, როგორიცაა სარდინი და ანჩოუსი, ასევე არის ისეთი საკვები ნივთიერებების მდიდარი წყარო, როგორიცაა ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები და ცილა“, - თქვა დიეტოლოგმა.

ნაჩვენებია, რომ პატარა თევზებში აღმოჩენილი მიკროელემენტები ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას, იმუნიტეტს, გულს, კუნთებს, კანს და მეტაბოლიზმს. მათ ასევე შეუძლიათ ორგანიზმში ანთების შემცირებას.