„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
უკრაინაში ჰოლანდიის ელჩმა ალ დორჰაუტმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შეიძლება იყოს მთლიანად „წყალგაუმტარი“. დიპლომატი ამის შესახებ Ukrinform-თან ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, სანამ ყველა ქვეყანა არ შემოიღებს და არ აღასრულებს სანქციებს, კვლავ იარსებებს დიდი ხარვეზები.
ელჩის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ სანქციები არის ინსტრუმენტი გარე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად.
„და ეს არის მხოლოდ ერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი - მნიშვნელოვანი, მაგრამ არა წყალგაუმტარი. ძნელია სანქციების შემოღება, რომელიც იქნება 100%-ით წყალგაუმტარი", - თქვა დორჰაუტმა.
დორჰაუტის თქმით, მაშინ, როცა „მაგალითად, ჩინეთი რუსეთს აწვდის საქონელს მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის, სანქციებში დიდი ხარვეზები იქნება“.