საიდუმლო ბოთლები ოკეანიდან - ნიუ ჯერსის სანაპიროზე 1930-იანი წლების ვისკი აღმოაჩინეს

ვისკი

ნიუ ჯერსის სანაპიროზე სეირნობისას, მამაკაცმა და მისმა ძაღლმა აღმოაჩინეს 11 დალუქული ვისკის ბოთლი, რომლებიც, სავარაუდოდ, 1930-იანი წლების "მშრალი კანონის" ეპოქიდან მოდის.

ოსტინ კონტეჯიაკომომ, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვის წევრია, მარგეიტ პიერის მახლობლად სეირნობისას ბოთლებს შემთხვევით გადააწყდა. თავდაპირველად, მან იფიქრა, რომ ეს ნარჩენები იყო, მაგრამ ეტიკეტზე ,,Lincoln Inn"-ის წარწერა და ბოთლების იდეალური მდგომარეობა მის ყურადღებას არ გამორჩენია.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ვისკი ეს ბოთლი, შესაძლოა, ალკოჰოლის კონტრაბანდას უკავშირდებოდეს, რომელიც  "მშრალი კანონის" პერიოდში კანადასა და აშშ-ს შორის აქტიურად მიმდინარეობდა. კონტეჯიაკომომ ბოთლები მეგობრებს გაუზიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი მთავარი ღირებულება ისტორიულ მნიშვნელობაშია და არა სასმელში.