„სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად...“ - აღდგომის ღამეს მომხდარი მკვლელობის დეტალები
1745263122
ახმეტაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი 19 აპრილის ღამეს მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ა. ჯ.-ს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
"მეგობრებს ელაპარაკებოდა, ვიღაცებმა გამოიარეს და ესროლეს. ვინ ესროლა არ იციან, კაპიშონებით იყვნენო ასე თქვეს და ვერავინ ვერ იცნო", - აცხადებს ადგილობრივი.