"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
მარტის შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის განახლებული თავდასხმების შედეგად, 600-მდე ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA) ავრცელებს.
ამასთან, გაეროს ბავშვთა სააგენტოს (UNICEF) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, UNRWA იუწყება, რომ 1,600-ზე მეტი ბავშვია დაშავებული.
"სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი ახლა ყველაზე მწვავედ დგას", - აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი.
ისრაელის არმიამ ღაზაზე შეტევა 18 მარტს განაახლა.
"2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ღაზაში 51,200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია", - აცხადებენ პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოში.