რას უსმენენ ადამიანები სექსის დროს და როგორ უკავშირდება ერთმანეთს მათი მუსიკალური და სექსუალური გემოვნება - კვლევა

სიყვარული

კომპანია ZipHealth-ის მეცნიერებმა დაადგინეს რა მუსიკას უსმენენ ადამიანები სექსის დროს და ასევე გაარკვიეს როგორ აისახება მათი მუსიკალური გემოვნება სექსუალურ ცხოვრებაზე.

კვლევაში 1004-მა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებმა მათ მიერ შედგენილი Spotify-ს 148 ფლეილისტი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ:

რესპონდენტების 68% სიმღერებს სიახლოვის მომენტში რთავს, რადგან მიიჩნევს, რომ მუსიკა დამშვიდებაში ეხმარება, 63%-ს კი მიაჩნია, რომ მუსიკა სექსის ხანგრძლივობას ზრდის.

ყველაზე ხშირად სექსის დროს ადამიანი უსმენენ: The Weeknd-ს, კანიე უესტს და ჯგუფს Deftones. შემდეგ მოდიან დრეიკი, ლანა დელ რეი, კენდრიკ ლამარი, Tyler, The Creator-ი, რიანა, ტეილორ სვიფტი და Doja Cat-ი.

ამასთან, ყველაზე პოპულარული ტრეკი ნიკი მინაჟის Super Freaky Girl აღმოჩნდა. შემდეგ The Weeknd-ის სამი სიმღერაა - The Hills, Often და Call Out My Name, ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდა ჯგუფ Nine Inch Nails-ის კომპოზიცია Closer.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხანგრძლივი სექსი ჩვეულებრივ ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს აქვთ - 31,5 წუთი. მეორე ადგილზე ელექტრონული საცეკვაო მუსიკის მოყვარულები არიან - 27,2 წუთით.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქანთრის მოყვარულები სხვებზე ხშირად მონაწილეობენ ორგიებში და ნაკლებად უყვართ სექსის დროს დაცვის საშუალებების გამოყენება. მძიმე მეტალის მოყვარულები ხშირად არიან ფეტიშისტები, რეგის თაყვანისმცემლები კი სექსის დროს სხვებზე ხშირად ტირიან. სექსს ერთი ღამით უფრო ხშირად ფოლკის მოყვარულები ირჩევენ.