რა კავშირია საკვებ ზეთებსა და კიბოს შორის - ახალი კვლევა
1745354521
ცოტა ხნის წინ, კეტი პერისთან დაახლოებულმა პირმა გამოცემა „დეილი მეილის“ ექსკლუზიური ინტერვიუს მისცა, სადაც მომღერლის კოსმოსში მოგზაურობაზე ისაუბრა.
ანონიმური წყაროს ცნობით - კეტი პერი ნანობს იმ ფაქტს, რომ მისი ეს თავგადასავალი საჯარო სპექტაკლად იქცა. მისივე თქმით, შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს, ვარსკვლავი ამ გადაწყვეტილებას შეცვლიდა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს კეტი პერი, ლორენ სანჩესი და ამერიკელი ტელეწამყვანი, გეილ კინგი ქალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად კოსმოსში გაფრინდა.
ამ ფაქტს გარემოს დამცველებისა და აქტივისტების მხრიდან მძიმე კრიტიკა მოჰყვა. როგორც ისინი ამბობენ, არაეთიკურია, როდესაც ცნობილი სახეები კოსმოსში გასართობად მოგზაურობენ. მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ქალს განათლებაზე ხელი არ მიუწვდება.
მათი თქმით, კოსმოსური ტურიზმი და კერძო ფრენები კლიმატურ კრიზისს უფრო მეტად აღრმავებს.