ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა

ზურაბ ქადაგიძე

ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისივე თქმით, გეოპოლიტიკურ ტურბულენტობასა და გადანაწილების პროცესში, საქართველოს ფუნქცია გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და ეროვნულ ეკონომიკაზე მომართული ორიენტირები, სრულიად თანხვედრაში მოდის, ახალი საერთაშორისო აქტორებისა და დიდ სახელმწიფოთა ახალი ადმინისტრაციების გეგმებთან.

„ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა.

მაკროეკონომიკაზე და საფინანსო ინსტიტუციებზე, დარგის სპეციალისტებმა ისაუბრონ, მე ერთი მთავარი საკითხი მინდა აღვნიშნო - ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობასა და გადანაწილების პროცესში, საქართველოს ფუნქცია გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

საქართველოს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და ეროვნულ ეკონომიკაზე მომართული ორიენტირები, სრულიად თანხვედრაში მოდის, ახალი საერთაშორისო აქტორებისა და დიდ სახელმწიფოთა ახალი ადმინისტრაციების გეგმებთან.

ძველი ლიბერალური წესრიგი ირღვევა და მის ადგილს, ახალი ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ორიენტირები ჩნდება.

სწორად ახლა აქვს შანსი საქართველოს, რაციონალურად გამოიყენოს ყველა და ყველაფერი, ეროვნული ეკონომიკის, შიდა პოლიტიკის მდგრადობისთვის, რათა რეალური სუვერენიტეტი განიმტკიცოს. რაც შეეხება რადიკალებს - ეს ამბავი არ გააგებინოთ, თავისი გასაჭირი ეყოფათ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.