რა დაავადებას იწვევს ტელეფონზე ხანგრძლივი საუბრები - ექიმებმა „უსაფრთხო საუბრის“ ლიმიტიც დაადგინეს

ტელეფონი

ტელეფონზე ხანგრძლივმა საუბრებმა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა (ჰიპერტენზია). ეს დასკვნა  ჩინეთის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში European Heart Journal - Digital Health (EHJDH).

ექსპერტებმა გააანალიზეს 37-დან 73 წლამდე ასაკის 212,046 ადამიანის მონაცემები, რომლებსაც არ ჰქონდათ დიაგნოზი ჰიპერტენზია. სუბიექტების საშუალო ასაკი იყო 54 წელი, მათგან 88% იყენებდა მობილურ ტელეფონს. მეთვალყურეობის 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თითქმის 14 000 ადამიანს (7%) განუვითარდა ჰიპერტენზია. შედეგად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ კვირაში 30 წუთზე მეტი სატელეფონო საუბრები ზრდის ჰიპერტენზიის განვითარების რისკს 12%-ით.