1732737464
წამლის მიღების შემდეგ ქალს ენა თმით დაეფარა - რა დაადგინეს მედიკოსებმა
60 წლის იაპონელმა ქალმა ექიმების დანიშნულებით მედიკამენტების მიღება დაიწყო, თუმცა მალევე შენიშნა, რომ მისი ენა გაშავდა და თმით დაიფარა. შემთხვევის შესახებ სამედიცინო ჟურნალში BMJ Case Reports-მა დაწერა.
სტატიის თანახმად, დაახლოებით 14 თვის წინ ქალს სწორი ნაწლავის კიბო დაუდგინეს და მან ქიმიოთერაპია დაიწყო. ექიმებმა პაციენტს გამოუწერეს ანტიბიოტიკი, რომელიც უნდა დახმარებოდა მის ორგანიზმს ქიმიოთერაპიის მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცოტა ხნის შემდეგ იაპონელმა ქალმა შეამჩნია, რომ მისი ენა გაშავდა და თმით დაიფარა.
ექიმებმა გამოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ პაციენტს ენის ქრონიკული ჰიპერტროფია, ან, როგორც ამ დაავადებას უწოდებენ, "შავი თმიანი ენა" ჰქონდა. ეს არის შეძენილი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ენის გამაგრებული ფილიფორმული პაპილების ჭარბი ზრდით. დაავადება გამოწერილი ანტიბიოტიკის მიღების გვერდითი მოვლენა აღმოჩნდა.