ზოდიაქოს 4 ნიშნის ქალი, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ მამაკაცებს
1732742519
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერი ნანკა სიჭინავა სოციალური ქსელით გვიზიარებს რჩევებს, თუ რა უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამერიკაში ჩასვლას გეგმავენ.
„არასოდეს გაეკაროთ უცხო ბავშვს, არ მოეფეროთ, არ გაუბათ საუბარი, აუცილებლად საეჭვო ქცევად ჩაგითვლიან და პრობლემებში გაეხვევით. შემოიფარგლეთ მხოლოდ ღიმილით.
არც სხვას მისცეთ უფლება შეეხოს თქვენ შვილს. თუ ვინმემ სცადა არ მოგერიდოთ უთხრათ, „თუ შეიძლება ნუ ეხებით“ და გაარიდეთ ბავშვი.
პირველი შოკი, რაც შეიძლება მიიღოთ არის: ამერიკაში სარეცხი მანქანა არ დგას სახლში? კი არ დგას ნიუ-იორკში, ამიტომ მზად იყავით საერთო სარეცხი და საშრობი ადგილებისთვის. სარეცხს ამ შემთხვევაში კვირაში ერთხელ გააკეთებთ და თითქმის ერთი დღე გექნებათ დაკარგული
საერთო სარეცხი ან საცხოვრებელი კორპუსის მიწურში ან სახლთან ახლოს არის და ყველგან არის, ბევრი და ზოგი მოუწესრიგებელი, სივიწროვე და ბინძურია, ამიტომ დაიარეთ და მოძებნეთ თქვენთვის მისაღები. თუ სისუფთავეა შეგიძლიათ დაუტოვოთ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამშრალს და დაკეცილს სახლში მოგიტანენ. თუმცა მე არასდროს დამიტოვებია.
ნიუ-იორკში ნახავთ მანქანებს წინ და უკან დამცავი რეზინებით, არ გაგიკვირდეთ , ეს იმიტომ, რომ ენანებათ გუშინ გამოყვანილი მანქანა პარკინგზე არავინ მიუჭეჭყოს და ეს ჩვეულებრივი ამბავია თუ მანქანა ვერ ეტევა ოდნავ მიაწვე წინ და უკან მდგომს რომ ჩააყენო..
ნიუ-იორკში არსებობს უბანი ბრუკლინი და ბრაიტონი სადაც ყველაფერს ნახავთ, ვირთხებს, ხოჭოებს და ჭიანჭველებს სახლში, რომლის მოსპობაზე შეიძლება მთელი ნერვები და ენერგია დახარჯოთ, მაგრამ ვერაფერს გახდეთ. ამიტომ სახლის შერჩევისას იყავით დაკვირვებით და ფრთხილად, აარჩიეთ სუფთა ნათელი სახლი, სუფთა სადარბაზოთი და უბნით. ქუჩაში თუ ყველგან ნაგავი ყრია იქ სახლი ვერ იქნება უსაფრთხო.
კონდიცირება და გათბობა ყველაზე დიდი პრობლემაა, ნიუ-იორკში სახლში ძირითადად სულ ცივა ზამთარში, რადგან გათბობას არ აწვდის სახლის პატრონი საკმარისად, ამიტომ რადგან გათბობის საფასურს იხდის თავად და თავადაც აკონტროლებს იქონიეთ დამატებითი გამათბობელი და მოემზადეთ დამატებითი ელექტრო ენერგიის გადასახდელად.
რაც შეეხება გაგრილებას აყენია ჭერზე მოტრიალე ჰაერის დამბერავი და ფანჯარაში დასაყენებელი კონდიციონერი, არ არის ცენტრალური გაგრილება და ჩვეულებრივი კონდიციონერები.
ფანჯრებიდან ხმაური შემოდის მკაფიოდ და კარგად, ამიტომ მოერიდეთ ცენტრალური ქუჩის მხარეს, ბავშვს ვერ დააძინებთ სასწრაფოების და სირენების ხმაში“, – წერს ნანკა სიჭინავა.