ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
პოლონურმა კომპანიამ Clone Robotics წარადგინა პირველი რობოტი Clone Alpha, რომელსაც აქვს სინთეტიკური ორგანოები, ხელოვნური კუნთები და ჩონჩხის სისტემა. შესაბამისად, Clone Alpha დეტალურად იმეორებს ადამიანის აგებულებას.
პოლონურ კომპანიას სურს შექმნას ისეთი რობოტი, რომელიც მაქსიმალურად დაემგვანება თავისი აგებულებით ადამიანს.
Clone Robotics-ში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ რობოტებს ექნებათ ის მოქნილობა და ფიზიკური ძალა, რაც ახასიათებთ ცოცხალ არსებებს.
რობოტი აღჭურვილია რთული სენსორული სისტემით, 400-მდე ინერციული გადამცემი მოწყობილობებით, რომლებიც კუნთების ძალას აკონტროლებენ.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე 279-მა დამკვეთმა გამოთქვა სურვილი, შეიძინოს Clone Alpha.