„პირველივე სამუშაო დღეს გარდაიცვალა…“ - ტრაგედია სვანეთში
1754942229
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანსამბლის ყოფილი წევრის, ლუკა ნოზაძის გარდაცვალების გამო.
განუზომელია ჩვენი ტკივილი და მწუხარება. სამძიმარს ვუცხადებთ ლუკას ოჯახს და მის მეგობრებს.
ლუკა, ჩვენო საყვარელო, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცო, მუდამ გვემახსოვრები“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.