ქუთაისის N33 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გლოვა

ბაღდათში, ბავშვთა ცეკვების ფესტივალზე, 17 წლის მოცეკვავე მოულოდნელად ცუდად გახდა, რომელიც მალევე კლინიკაში გარდაიცვალა. 

სკოლა, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, სამძიმრის პოსტს აქვეყნებს:

„სიტყვებით გამოუთქმელი უბედურება დაგვატყდა თავს. გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-12 კლასელი! ჩვენი ჭიკჭიკა და ცქრიალა გოგონა!!! უნიჭიერესი მოსწავლე და საოცარი შვილი!!!! ანი, ჩვენს გულებში იქნები მარად 

ვუსამძიმრებთ ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებთ!!!!“ - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.