ლევან მახაშვილი რომში მიმდინარე ვიზიტზე: ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება მრავალმხრივი დისკუსიები, რომელიც დემოკრატიას, დემოკრატიის მედეგობას ეძღვნება

ლევან მახაშვილი

ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება მრავალმხრივი დისკუსიები, რომელიც დემოკრატიას, დემოკრატიის მედეგობას ეძღვნება, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა რომში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებით ქართველ ჟურნალისტებს.

მახაშვილის თქმით, მსგავს ფორმატში შესაძლებლობა აქვთ რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად შეხვდნენ.

„საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკვე მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება მრავალმხრივი დისკუსიები, რომელიც დემოკრატიას, დემოკრატიის მედეგობას ეძღვნება. ასეთ ფორმატში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად შევხვდეთ. იქმნება ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, იქნება ეს კანდიდატი სახელმწიფოებიდან.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ეხება ეს, რა თქმა უნდა. დაკავშირებული იქნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან, ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებთან, კანდიდატ სახელმწიფოებთანაც აუცილებლად გვექნება საუბარი ევროპული ევროინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებაზე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით რომშია.

✕