„მანქანა ამობრუნდა...“ - ცნობილი ხდება, ყვარელში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული ბიჭის ვინაობა
1792051345
თურქი მსახიობი დემეთ ოზდემირი სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სტუდიაში თანამშრომლებთან ერთად აღმოჩნდა ჩარჩენილი. შემთხვევა სარიერის რაიონის აიაზაღას უბანში მოხდა, სადაც უხვმა ნალექმა შენობა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.
თურქული მედიის ინფორმაციით, შენობაში წყლის დონემ მოიმატა და ელექტროენერგიაც გაითიშა. ადგილზე სამაშველო ოპერაციაში ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
დემეთ ოზდემირი დატბორილი ტერიტორიიდან ნავით გამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შემთხვევის დროს სტუდიაში სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ევაკუაციაც მაშველებმა უზრუნველყვეს.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.