ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის 2022 წლის კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის ეფექტური მკურნალობა არა ერთი კონკრეტული, არამედ რამდენიმე წამლის კომბინაციით იქნება შესაძლებელი.
პრობლემა ისაა, რომ ასეთი წამლების პოვნას დიდი დრო სჭირდება, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) ნებართვის მიღება კი პროცესს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში FDA-ის მიერ დამტკიცებული წამლები იყო განხილული, რომლებიც ამ ცვლილებების საპირისპირო ეფექტებს იწვევს.
ძიება დაახლოებით 1 300 წამლით დაიწყო და მოგვიანებით 5-მდე შემცირდა, რადგან FDA-სგან გამოყენების ნებართვა მათგან მხოლოდ ამ მცირე ნაწილს ჰქონდა.
მკვლევრებმა ეს მონაცემები UC Health Data Warehouse-ის მეშვეობით 65 წელს გადაცილებული 1.4 მილიონი ადამიანის ანონიმურ ჯანმრთელობის ჩანაწერს შეადარეს.
ორი მედიკამენტის შემთხვევაში მეცნიერებმა განსაკუთრებით გამოკვეთილი დადებითი კორელაცია შენიშნეს. ესენია ლეტრაზოლი და ირინოტეკანი.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ თეორიული კვლევა კლინიკურად მალევე იქცევა და წამლების ეს კომბინაცია ამ დაავადების მქონე მილიონობით ადამიანს შვებას მოგვრის.