პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (UBC) მკვლევრებმა შეიმუშავეს ინსულინის აბი, რომლის პერორალურად მიღებაა შესაძლებელი – მეთოდის ეფექტი ისეთივეა, როგორიც ინექციის შემთხვევაში.
იმისათვის, რომ ინსულინმა გლუკოზაზე ეფექტიანად იმოქმედოს, მან სწრაფად უნდა მიაღწიოს ღვიძლს. ორალური მეთოდით მიღებულ ინსულინს ორგანომდე მისაღწევად შეიძლება ორი-ოთხი საათი დასჭირდეს, რაც საკმაოდ დიდი დროა. ინექციურ ინსულინს ღვიძლში მოხვედრა მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეუძლია და ის ორგანოში ორი-ოთხი საათის განმავლობაში რჩება.
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტაბლეტები, რომელთაც ღვიძლამდე მისაღწევად საინექციო ინსულინის მსგავსი დრო სჭირდება. აბები პირის ღრუში იხსნება და ლოყების შიდა მხარეს არსებული გარსის მიერ ათვისების შემდეგ ინსულინი, კუჭის გვერდის ავლით, პირდაპირ ღვიძლს მიეწოდება. ამ გზით კი დრო და ინსულინის რაოდენობა იზოგება.
მეცნიერებმა აბები ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს, ამჟამად კი კლინიკური ტესტირებისთვის ემზადებიან.