ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ... - მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
1762631517
როდის გადაიხდიან მილიონიან გირაოს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე? სასამართლომ მათ 30-დღიანი ვადა განუსაზღვრა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი დასახელდა. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული 8 ოპოზიციონერის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაწყებულ გამოძიებას დევნად აფასებენ ოპოზიციაში.
"არავის უნახავს არანაირი სამხილი. არავითარი შემხებლობა, მე შემიძლია ვთქვა ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე, არცერთ ამ შესაძლო ბრალთან არ ჰქონიათ, აბსოლუტურად არცერთთან. ამიტომაც, ამ საქმეზე შეიძლება მხოლოდ გაგეცინოს. არასდროს, არცერთი ფორმით ჩვენს საგარეო კომუნიკაციაში არ ყოფილა არაფერი ისეთი, არასოდეს, არც ერთხელ, რაც რაიმე ნიშნით არის წინააღმდეგობაში საქართველოს არსებულ კანონთან", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.
მრავალტომიან საქმის მასალებში დევს ლიდერების აუდიოჩანაწერები და აქციის მონაწილეების საუბარი რაციებში.