ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს - რას გვირჩევენ ექიმები
1741940524
დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ასტრონომები იწერდნენ იდუმალ რადიოსიგნალს კოსმოსიდან, რომელიც მეორდება ყოველ 2 საათში. კოსმოსის ამ ნაწილის ტელესკოპებით შესწავლის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მეცნიერებმა, როგორც ჩანს, იპოვეს ამ საიდუმლოს ახსნა. ამის შესახებ Independent-ი წერს.
იმის გასაგებად, თუ რა აგზავნიდა ამ სიგნალს, მეცნიერებმა გამოიყენეს რამდენიმე მძლავრი ტელესკოპი საიდუმლო გამგზავნის დასაზუსტებლად.
მკვლევრები ახლა თვლიან, რომ ფეთქებადი რადიოსიგნალი კოსმოსის ამ ნაწილში ორი მკვდარი ვარსკვლავიდან მოდის.
მეცნიერთა აზრით, ორი ვარსკვლავი - წითელი და თეთრი ჯუჯა - ერთმანეთის გარშემო ძალიან მჭიდროდ და ძალიან სწრაფად ბრუნავს. ამიტომ, მათი მაგნიტური ველები მჭიდროდ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან.
მაშასადამე, ვარსკვლავების ყოველი შემობრუნებისას, მათი მაგნიტური ველების შეჯახება წარმოქმნის ფეთქებად რადიოსიგნალს, რომელიც მიფრინავს კოსმოსის ჩვენი ნაწილისკენ.