წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1741978763
ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნის კონკრეტული ავიაკომპანია არღვევს იმ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
იგი ამგვარად ეხმაურება ინფორმაციას, რომ ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic-ი 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე რუსული კომპანიის „ტატნეფტავიასერვის“-ისგან თვითმფრინავებისთვის საწვავს ყიდულობდა და ამრიგად ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა.
„ერთი მხრივ ეს ქვეყნები საქართველოსგან ითხოვენ სრულიად წარმოუდგენელ რამეს - „ბოლო ქართველამდე იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ“, „დაუწესონ სანქციები“ და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, მაგრამ მაქსიმალურად იცავდა საერთაშორისო სანქციებს და ეს არაერთმა საერთაშორისო ექსპერტმა აღნიშნა შესაბამის დასკვნებში, ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნის კონკრეტული ავიაკომპანია არღვევს იმ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.