Google Pay საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

G pay

ის, რასაც Android-ის მომხმარებლები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ უკვე ხელმისაწვდომია.

საქართველოდან სერვისით სარგებლობა Google Wallet-ის აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ უკვე შეგიძლიათ. 

Google Pay (ყოფილი Android Pay) Google-ის მიერ ინტერნეტში ან პირისპირ გადახდისთვის შექმნილი უკონტაქტო მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გადაიხადონ ტელეფონით, პლანშეტით ან Android-ის საათით. აუტენტიფიკაციის გავლა შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემებით (Face ID, თითის ანაბეჭდი) ან პინკოდით.

Google Pay იყენებს NFC (near-field communication) სისტემას, რათა ბარათის ინფორმაცია გამყიდველს გადასცეს. ეს ანაცვლებს კლასიკური საკრედიტო თუ სადებეტო ბარათის ჩიპსა და მაგნიტურ ლენტს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მთელი საფულე მობილურით ატაროს. არ აქვს მნიშვნელობა, ყიდულობთ რამეს, ბანკომატიდან ფული გამოგაქვთ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ, Google Pay-ის დახმარებით ამას თქვენი მობილურით შეძლებთ.

Google Wallet-ის საშუალებით შეძლებთ ფიზიკურ საფულეს სამუდამოდ დაემშვიდობოთ და ბევრად უსაფრთხო სისტემაზე გადახვიდეთ: