მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
კომპანია Meta-მ 400-ზე მეტი მავნე აპლიკაცია გამოავლინა, რომელიც მომხმარებელთა სმარტფონებში გადმოწერის შემდეგ ნორმალურად არ მუშაობდა, რადგან მისი ერთადერთი ფუნქცია მათი Facebook პაროლის მოპარვა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
Meta-მ ამის შესახებ დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის გაფრთხილება დაიწყო, რომელთა პირადი ინფორმაციაც შესაძლოა, მსგავს პროგრამებს მოეპოვებინა. ისინი ხელმისაწვდომი იყო როგორც App Store-ში, ასევე, Google Play-ში, თუმცა ამჟამად უკვე წაშლილია.
როგორც ცნობილია, ასეთი აპლიკაციების უმეტესობას გამოსადეგი ან გასართობი დანიშნულება ჰქონდა, მაგალითად, მომხმარებლებს ფოტოების დამუშავებას, VPN სერვისებს, ჰოროსკოპს, თამაშებს სთავაზობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი Google Play-ში იყო განთავსებული, ხოლო App Store უფრო ბიზნესზე ორიენტირებულ აპებს უყრიდა თავს.
Meta გირჩევთ, რომ მსგავსი პროგრამების გამოსავლენად, დააკვირდეთ, მათ გამოსაყენებლად მხოლოდ Facebook-ის მონაცემების შეყვანა თუა საჭირო. როცა ეს ერთი ვარიანტია შემოთავაზებული და სისტემაში შესვლა სხვა გზით შეუძლებელია, ეჭვის საფუძველი ნამდვილად გაქვთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კარგად მუშაობს აპლიკაცია, რადგან, როგორც წესი, მავნე აპების ფუნქციებში გარკვეული ხარვეზები ფიქსირდება.