მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო - აპლიკაციის შევსების წესები

მწვანე ბარათი

მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო.

პროცესი 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.

აპლიკაციის შევსებისა და გაგზავნის პირობები ასეთია:

  • რეგისტრაცია იყო და არის უფასო.
  • რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov
  • თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
  • რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
  • სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
  • აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
  • შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა
  • მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
  • მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: https://ge.usembassy.gov/.../immigrant.../diversity-visa-ka/"- დაწერა აშშ-ის საელჩომ.