7 შვილის დედამ გადაწყვიტა, მერვე შვილი გაეჩინა და 5 ტყუპი გაჩნდა

ტყუპი

ბრიტანელ წყვილს - 55 წლის ვინს კლარკს და მის 37 წლის მეუღლეს დომინიკა კლარკს 7 შვილი ჰყავდათ. ქალმა მორიგ ექოსკოპიაზე შეიტყო, რომ 5 ტყუპს ელოდა.

მისი მეუღლე ამბობს, რომ ამ ორსულობას ისინი საგანგებოდ გეგმავდნენ - წვენებისა და დაბალკალორიული საკვებისგან შემდგარ დიეტას იცავდნენ. მიაჩნია, რომ ამან მოახდინა გავლენა ემბრიონების რაოდენობაზე. ექიმები კი ამბობენ, რომ 5 ტყუპზე დაორსულების შანსი 52 მილიონში ერთია. 

ქალი ორსულობის ბოლო ათი კვირა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოში იწვა და საკეისრო კვეთით გააჩინა ბავშვები, 29-ე კვირაზე. სამი გოგონა და ორი ვაჟი გაჩნდა, თუმცა მათ ჯერჯერობით ექიმების დახმარება სჭირდებათ და კლინიკაში რჩებიან.