22-ე კვირაში დაბადებული ტყუპები გინესის წიგნში ყველაზე ნაადრევ ახალშობილებად შევიდნენ

ტყუპები

22-ე კვირაში დაბადებული ტყუპები გინესის წიგნში ყველაზე ნაადრევ ახალშობილებად შევიდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, და-ძმა, ადია და ადრილი, კანადაში ცხოვრობენ. ისინი 126 დღით ადრე დაიბადნენ. ექიმების თქმით, მშობიარობის 1 დღით უფრო ადრე დაწყების შემთხვევაშიც კი ყველაფრის წარმატებით დასრულების ალბათობა საერთოდ ვერ იარსებებდა.

ოჯახი წარმოშობით ინდოეთიდანაა. დედა, შაკინა რაჯენდრამი იხსენებს, რომ სამშობიაროს პერსონალი მას ვერანაირ გარანტიას ვერ აძლევდა, რადგან ასეთი გამოცდილება ადგილობრივი სამშობიაროს მედიკოსებს პრაქტიკაში არ ჰქონიათ.

ტყუპები ახლა უკვე 1 წლისები არიან. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას გაუმკლავდნენ. საბედნიეროდ, თავს ახლა უკვე კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ყველაზე ადრე დაბადებულების ტიტულს ამერიკელი ტყუპები ფლობდნენ, აიოვას შტატიდან. 2018 წელს ისინი 125 დღით ადრე დაიბადნენ.