„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
დიდ დიღომში, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ რამდენიმე თვის წინ, მირიან მეფის გამზირზე, უცნაური მომწვანო ნათება შენიშნეს. დილას კი სწორედ იმ ადგილას წრეები შენიშნეს, ამაში უჩვეულო კი ის არის, რომ შუა მინდორში, სადაც მაღალი ბალახია, წრეებზე მწვანე საფარი გაპარსულია.
მათ დახმარებისთვის უფოლოგ ერეკლე შონიას დაუკავშირდნენ, რომელსაც "პრაიმტაიმი" ესაუბრა. მისი შეფასებით, უცხო ცივილიზაციების წარმომადგენლები იყვნენ...
როგორც ერეკლე შონია აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევები საქართველოში ჯერ 80-იან, შემდეგ 90-იან წლებში შენიშნეს. ის მოსახლეობას მოუწოდებს მსგავსი უჩვეულო შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში არ შეშინდნენ და მას დაუკავშირდნენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოხატონ აგრესია, რადგან ეს შესაძლოა, აგრესიის უკუგების მიზეზი გახდეს.
"პირველი შეტყობინება იყო, რომ მომწვანო ფერის ნათება დაინახეს ღამე და უკვე დილას, მინდორში, ნათების ადგილას წრე შენიშნეს. ძალიან საინტერესო კვალია, შიდა წრე გაპარსულია, რადიუსი 13 მეტრია. იქ გარკვეული ენერგია იგრძნობა, ვიპოვეთ ქვები, და როცა ეს ქვები ადამიანებს ხელში დავაკავებინეთ პულსი აუჩქარდათ.
ინფორმაცია ვინც მოგვაწოდა, შევამოწმეთ, ძალიან კარგი ოჯახია, სულიერებით, უნარებითა და ნიჭებიც სავსე ადამიანები არიან. მათთან სტუმრად რჩებოდა მათი მეგობარი, რომლებსაც ღამით ხმებიც ესმოდათ. მათ სხვა სამყაროების ყურადღება მიიქციეს და მივიღეთ სხვა ცივილიზაციების ასეთი ტიპის გამოვლინება.
ეს წრე მსგავსია 80-იან წლებში საგურამოსთან, 2016 წელს კუმისში დაფიქსირებული კვალებისა.
როცა უცხო ცივილიზაციიდან ხომალდები ე.წ. დასაჯდომ ადგილს მონიშნავენ, ეს როგორც წესი, მიტოვებული, დაუსახლებელი ადგილია, რადგან ნაკლებ ყურადღებას მიიქცევენ. ასეთ შემთხვევაში ოჯახებში ნიჭების, უნარების გახსნა იწყება, ასევე - გაჯანსაღება.
როცა მოსახლეობაში დაძაბულობა მძლავრია, ყურადღებას იქცევენ. თუ ადამიანები უცხო ობიექტებს შენიშნავენ, ნუ შეშინდებიან, ეცადონ ფოტო ან ვიდეო კადრებში დააფიქსირონ და დაგვიკავშირდნენ.
როგორც წესი, რამდენიმე კომპონენტის თანხვედრა ხდება ხოლმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო ნათება, შემდეგ წრე, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა და ხმები... მეზობლები ამბობენ, რომ ძაღლების აქტიური, გაბმული ყეფის ხმა ისმოდა.
ეს ისეთი ადგილია, რომელიც ჩაკეტილია და იქ მანქანა ვერ ხვდება. იდეალური სისწორით, სიმრგვალით წრეა არის მოხაზული და გაპარსული.
საზოგადოება ხშირად იქცევს ყურადღებას სხვადასხვა სამყაროებისგან, ახლა დაძაბულობის ფაზაში ვართ, არ შეშინდეთ თუ გექნებათ გამოცხადებები, არამიწიერი არსებებს შენიშნავთ და ახლო კონტაქტის შემთხვევები იქნება. მთავარია, აგრესია არ გაუშვათ მათ მიმართ, რადგან უკუგებას მიიღებთ ისევ აგრესიის სახით.
როცა მოსახლეობა არამიწიერ, უცხო ცივილიზაციებს შენიშნავს ხოლმე, სანამ ჩვენ დაგვიკავშირდებიან, უკავშირდებიან სახელმწიფო უწყებებს, ისინი კი - ჩვენ. ასეთ შემთხვევებში, პოლიციელებსაც ვაფრთხილებთ ხოლმე, რომ ადგილზე იარაღით არ მივიდნენ, რადგან ასეთი არამიწიერი არსებები ჩვენს აზრებს კითხულობენ, არიან ტექნოლოგიურად განვითარებულები.
საქართველოში ყოფილა შემთხვევა, როცა არამიწიერ არსებას იარაღიდან ესროლეს და ამ არსებამ დასაჯა ეს ოჯახი." - ამბობს ერეკლე შონია.