„150-მდე უცხო ადამიანის დაკრძალვას დავესწარი“… – 55 წლის ბრიტანელი ქალი ხსნის მიზეზს, თუ რატომ დასტირის სხვის მიცვალებულებს

ბრიტანეთ

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 55 წლის ქალი, ჟან ტრენდ ჰილი აცხადებს, რომ უცხო ადამიანების დაკრძალვის ცერემონიებზე დასწრება სიმშვიდეს ჰგვრის. ინფორმაციას ამის შესახებ THE SUN-ი ავრცელებს.

„ბავშვობიდან სიკვდილი ჩემში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში 150-მდე უცხო ადამიანის დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი. მახსოვს ერთხელ კრემატორიუმში როგორ შეიტანეს კუბო, რომელშიც ქალი იწვა. მას არ ვიცნობდი მაგრამ რაღაცნაირად სიმშვიდეს მანიჭებდა, რომ მის გვერდით ვიყავი“,- ამბობს ის.

ჟანი 14 წლის იყო, როდესაც მამა, ჯო დაკარგა.

„მახსოვს დედისთვის ტკივილი რომ ამერიდებინა, მე დავეხმარე დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზებაში. 20 წლის ასაკში კი დედაც დავკარგე. ამ შემთხვევაშიც მე მომიწია ყველაფრის დაგეგმვა. მერე ბევრი ახლობელი გარდამეცვალა და რაღაცნაირად სულ მე მთხოვდნენ დახმარებას, რომ ყველაფერი დამეგეგმა და ამის მერე როცა დაკრძალვის ცერემონიებს ვხედავ, ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს სახლში ვარ“,- ამბობს ჟანი.

თავისუფალ დროს ჟანი სასაფლაოზე ატარებს, ხშირად იღებს ფოტოებს. როგორც თვითონ ამბობს, იქ ყოფნის დროს ჰგონია რომ მშობლებთან არის.

„დავდივარ საფლავებს შორის, ვუყურებ უცხო ადამიანების ფოტოსურათებს და ვფიქრობ, ნეტა ვინ იყვნენ ისინი, რა ისტორია ჰქონდათ. ხშირად ვასუფთავებ კიდევაც თუ დავინახე რომ ჭუჭყიანია. მახსოვს ერთხელ მთხოვეს კიდეც, რომ დავსწრებოდი იმ ადამიანის დაკრძალვის ცერემონიას, ვისაც არავინ არ ჰყავდა. მეც დავთანხმდი და თან გული მეტკინა, რომ გარდაცვლილს არავინ ჰყავდა. იმის მერე უცხო ადამიანების დასაფლავების ცერემონიებს ხშირად ვესწრები. უმეტესობა მათგანს არავინ დარჩა რომ დაიტირონ, ამიტომ მე მივდივარ. ჩემი ოჯახი „მოტირალს“ მეძახის. არ მეშინია სიკვდილის. ასეთია ცხოვრება“,- აღნიშნავს ის.