პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში მცხოვრები ადამიანები ირწმუნებოდნენ, რომ უცხო სხეული, მწვანე ფერის მანათობელი არსება დაინახეს, სადაც მოგვიანებით, წრეები გაჩნდა... მაშინ, "პრაიმტაიმი" უფოლოგ ერეკლე შონიას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახლა, არამიწიერი არსებების ხილვა შესაძლოა, გახშირდეს და მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს.
სპეციალისტი ამბობს, რომ მათ მიმართ აგრესიის გამოვლინება სახიფათოა, რადგან შესაძლოა, აგრესიის მსხვერპლი თავად გახდნენ. ერეკლე შონიას ამ დაშვების შესაძლებლობას გარდა ცოდნისა, გამოცდილებაც აძლევს, რომელიც სხვადასხვა წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა.
სამი შემთხვევა, როცა არამიწიერმა არსებებმა ადამიანები და მათი შინაური ცხოველები დასაჯეს:
"როცა ადამიანები არამიწიერ არსებებს ხედავენ, დასახმარებლად პოლიციას მიმართავენ, რომლებიც ჩვენ, სპეციალისტებს გვიკავშირდებიან, ასეთ დროს, ჩვენი რეკომენდაციაა, არანაირი აგრესია არ გამოავლინონ და ადგილზე იარაღით არ მივიდნენ.
ეს ისეთი ფენომენია, რომ მაღალგანვითარებულები არიან, ტექნოლოგიურად, ჩვენი აზრების წაკითხვით და ა.შ.
როცა სამყაროს სხვა ძალებთან, პოლტერგეისტებთან, თუ არამიწიერ არსებობეთან ხდება კონტაქტი არ უნდა იყოს დაძაბულობა. პოლიციელი იქნება, მაშველი თუ სპეცრაზმელი აუცილებლად ასეთ დროს სუფთა გონებით, მშვიდად უნდა იყოს, რათა აგრესია ასეთმა სენსიტიურმა არსებებმა ჩვენს საკომუნიკაციო ენად არ აღიქვას და აგრესიითვე არ გვიპასუხოს. ეს საკმაოდ საშიშია და ამიტომ, სიფრთხილით და რწმენით უნდა მივუდგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში მსგავსი რამ შიშს იწვევს.
2017 წელს, სამეგრელოში, სოფელ შანგოზაში, როცა უცხო პლანეტელბი გამოჩნდნენ, მოსახლეობა შეშინდა და ერთ-ერთმა ოჯახმა სახლიდან იარაღი გამოიტანა, სროლა ამ არამიწიერი არსებების მისამართით დაიწყეს, ამ არსებამ მდინარე ენგური გადაიარა და ღამე, როგორც ჩანს, უკან შურისძიების მიზნით დაბრუნდა.
ოჯახმა საქონელი უკვე დანაწევრებული ნახა, გაჭრილი ისე იყო, რომ ლაზერით სუფთად გაჭრილს ჰგავდა. ასე დასაჯეს ოჯახი, რომელმაც ამ არსებას სროლა დაუწყო.
1988 წელი იყო, როცა უშიშროების აკადემიაში ასეთი რამ მოხდა - არსება დენის ხაზებიდან გადმოხტა და გამშვებ საკონტროლო პუნქტზე თანამშრომელი, რომელიც მორიგეობდა, ვერ ხედავდა კარგად რა ხდებოდა და სროლა დაუწყო. ამ არსებამ იარაღი კედელზე შეხეთქებით დაუმტვრია.
როცა ეს ამბავი მოხდა, მაშინ მამას (ცნობილი უფოლოგი, თალეს შონია) დაუკავშირდნენ და ადგილზე მისვლა სთხოვეს. რამდენიმე საათი დასჭირდათ აკადემიის თანამშრომლის, თვითმხილველის გონზე მოსაყვანად, შოკირებული იყო. ეს რაც შეეხება ადამიანურ ფაქტორებს.
2016 წელს, როცა კუმისში, ბოლნისში, კოდაში მოსახლეობა საუბრობდა, რომ გარკვეული არსება დადიოდა, მაშინ მოსახლეობა ცხოველებზე ალაპარაკდა.
ვნახეთ, რომ შინაურ ცხოველებს მიწაში სორო ჰქონდათ ამოთხრილი და იქ იმალებოდნენ, შიშისგან არც ჭამდნენ და წყალსაც არ სვამდნენ. რამდენიმე ოჯახში, ძაღლები, რომლებიც კანკალებდნენ, გულის გახეთქვით მოკვდნენ. იყო კისერმოტეხილი ცხოველებიც. საინტერესო კი ისაა, რომ კატები ძალიან მშვიდად იყვნენ და ისინი ამ პარანორმალურ მოვლენებს მშვიდად აღიქვამდნენ.
რამდენიმე ოჯახში აღწერდნენ შემთხვევებს, რომ როცა ამ არამიწიერ არსებებს ხედავდნენ, მათ გვერდით თავიანთი ოჯახის კატები მოჰყვებოდნენ და არსებებს ცალკე, თავიანთი კატების მსგავსი არსებები ახლდნენ თან..." - ამბობს ერეკლე შონია.