„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, 50 წლის განმავლობაში პირველად, გამართა საჯარო მოსმენა აუხსნელი საჰაერო ობიექტების შესახებ.
ამის შესახებ გამოცემა telegraph-ი წერს.
პენტაგონის დაზვერვის მაღალჩინოსანმა კონგრესში თქვა, რომ აშშ-ის სამხედროებს 11 სავარაუდო შეხვედრა ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჯარო მოსმენაზე დაზვერვის ხელმძღვანელებმა პირველად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ჯამში დაფიქსირებულია 400 უცხოპლანეტელი.
პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებით, ჯერჯერობით, არანაირი მტკიცებულება არ არის აღმოჩენილი არამიწიერი წარმოშობის არსებების შესახებ, მაგრამ ისინი პირობას დებენ, რომ „წავლენ იქ, სადაც მონაცემები მიიყვანთ“.