ევროპული კოსმოსური სააგენტო მარსის უახლოეს ფოტოებს აქვეყნებს

ევროპული კოსმოსური სააგენტო მარსის უახლოეს ფოტოებს აქვეყნებს

კოსმოსურმა ზონდმა Hera-მ, რომელიც დედამიწის ასტეროიდებისგან დაცვის მისიას ასრულებს, ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს მარსის და მისი თანამგზავრის - დეიმოსის, უახლესი ფოტოები გადაუგზავნა.

ზონდმა მარსს 5 000 კილომეტრის მანძილიდან ჩაუარა, რა დროსაც ფოტოების გადაღება შეძლო.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები მიღებული გამოსახულებების დამუშავებით იყვნენ დაკავებულები, მათ შორის იყო ასტროფიზიკოსი, სტერეოსკოპისტი და ლეგენდარული ჯგუფის „Queen“-ის გიტარისტი ბრაიან მეი.

ამჟამად ზონდი Hera თავისი მთავარი მიზნის შესასრულებლად მიემართება. კერძოდ, კი ასტეროიდისკენ, რომელიც ზონდ DART-ს შეეჯახა.