ამაღამ მომდევნო 18 წელი განისაზღვრება - ნახეთ, ასტროლოგის რჩევები როგორ უნდა მოიქცეთ, რათა სისუსტეები სიძლიერედ აქციოთ

mTvare

16 მაისი - მთვარის სრული დაბნელებაა - ამაზე ცნობილი ასტროლოგი ქეთი ვაწაძე საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ ასტრონომიულმა მოვლენამ ცხოვრების შემდგომ 18 წელზე დიდი გავლენა იქონიოს. 

ასტროლოგი სხვადასხვა რჩევებს აქვეყნებს: 

"დაბნელების პიკი თბილისის დროით 08:14 წუთზე მორიელის 26-ე გრადუსზე დგება. ყველაფერმა, რაც ხდება დაბნელების დერეფნის მიმდინარეობისას ჩვენს ცხოვრებაში ან მთლიანად, სამყაროში ( 30.04.22-16.05.22), შესაძლოა, გავლენა მომდევნო 18 წელზე იქონიოს, უკვლაოდ, როგორც წესი, არ ჩაივლის ხოლმე.

საერთოდ, კურო-მორიელის ღერძზე დაბნელებას ყოველთვის განსაკუთრებულად ვგრძნობთ ხოლმე, რადგან ეს ნიშნები ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებთან არიან დაკავშირებულნი. ვერავინ განსაზღვრავს თავიდანვე, რისი მოტანა შეუძლია დაბნელებას თითოეული ჩვენგანისთვის, ხშირად, ის გვაჯანჯღარებს, რათა სწრაფად გადავიდეთ სულიერი განვითარების დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალ საფეხურზე, თუ ჩვენს ცხოვრებაში ერთგვარ სტაგნაციას აქვს ადგილი და წინ არ მივდივართ.

სამყარო ასეთ დროს ჩვენს ცხოვრებაში აჩენს ხშირად მტრულად განწყობილ, ან ჩვენდამი პრეტენზიების მქონე სხვა და სხვა ადამიანებს, ვისი მეშვეობითაც ვიწყებთ გარკვეული სახის ცვლილებებს და ვიცვლით მიდგომებს, ვაცნობიერებთ გარკვეულ საკითხებს, შედეგად, ვხედავთ ისეთ ახალ შესაძლებლობებს, რომელთა არსებობა მანამდე ვერც კი წარმოგვედგინა. 

დაბნელება ყოველთვის აკეთებს აქცენტებს იმ თემებზე, რაც უნდა განვავითაროთ, დავხვეწოთ, მიუთითებს ჩვენს სუსტ მხარეებზე, რასაც აუცილებლად დამუშავება დასჭირდება.

დაბნელების დერეფნის პერიოდში ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ხდება მნიშვნელოვანი მოვლენები - ზოგიერთი იცვლის სამსახურს, გადადის ახალ საცხოვრებელში, ზოგიც - შორდება საყვარელ ადამიანს, ან პირიქით, იწყებს ახალ ურთიერთობებს, თუმცა, ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობების დაკანონება, ანუ ხელმოწერა, მაინც არაა მიზანშეწონილი, ისევე, როგორც დაწყება. 

არ არის სასურველი არც ახალი წამოწყებები, ბიზნესპროექტები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, დოკუმენტებზე ხელმოწერა. ამ პერიოდში უმჯობესია დავასრულოთ გადადებული საქმეები, დავკავდეთ ყოველდღიური რუტინით. ასევე, სასურველი არაა ფულის სესხება ან გასესხება. 

ეს კარგი პერიოდია ყველანაირი ნეგატივის, მავნე ჩვევების მოსაშორებლად, ტოქსიკური ურთიერთობების დასასრულებლად, წარსულთან კარის დასაკეტად, გადაფასებისთვის.

თუკი რაიმე გაქვთ გასაყიდი, თავიდან მოსაშორებელი, პირიქით, სწორედ რომ ეს თქვენი დროა, მით უფრო, რომ ამჟამად მერკური რეტრო ფაზაშია და კარგი პერიოდია ტექნიკის, მათ შორის მანქანის გასაყიდად. 

მთვარე მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ამიტომ, დაბნელების პერიოდში, მით უფრო, როდესაც სუპერმთვარეობა დგება, როგორც ეს 16 მაისს გვექნება, შესაძლოა იმატოს სტრესულმა ფონმა, ამიტომ მათ, ვისაც სუსტი ფსიქიკა, ან დეპრესიული განწყობა აქვს, თადარიგის დაჭერა მართებთ (მომდევნო დღეებშიც).

ნუ აჰყვებით ემოციებს, იპოვეთ განტვირთვის, პოზიტიური განწყობის შექმნის საშუალებები, აიმაღლეთ ვიბრაცია, ასევე, ისევ და ისევ, ვისაც გულსისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები აწუხებს, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, აკონტროლეთ წნევა, ბევრ ადამიას გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება ხოლმე, შესაძლოა თავი შეგახსენოთ ქრონიკულმა დაავადებებმაც. 

ვინაიდან დაბნელებებზე კოსმოსიდან უზარმაზარი ენერგია მოედინება და ყველას არ შეუძლია ამ ენერგიის გატარება, შესაძლოა ბევრი ადამიანი გაღიზიანებული, აფორიაქებული იყოს, ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, სიფრთხილე გამოიჩინეთ მგზავრობისას, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. 

16 მაისის მთვარის დაბნელებით იხურება წლის პირველი დაბნელების დერეფანი, შემოდგომისას, გვექნება მეორე. ბედნიერ დღეებს გისურვებთ! სიკეთე გქონდეთ!" - წერს ქეთი ვაწაძე.