„მაისის თვე არ იქნება მშვიდი...“ - ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

mikheil cagareli

როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წინ მეტად ფრთხილად გასავლელი მაისის თვე გველის, რადგან ნეგატიური მოვლენების მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.

„მაისის თვე არ იქნება მშვიდი და ერთგვაროვანი. მზისა და პლანეტა ურანის შეერთება კუროს ზოდიაქოში, ტყუპების ნიშანში უკუმიმართულებით მოძრავ რეტროგრადულ მერკურისთან ერთად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წარმოქმნის. სიტუაციას დაამძიმებს პლანეტა მარსის დესტრუქციული ენერგიებიც. მით უმეტეს, რომ თვე დაიწყება კუროს ზოდიაქოში მზის დაბნელებით, რასაც მოჰყვება 16 მაისს მთვარის დაბნელებაც. ამიტომ, დაბნელებების ამ კორიდორში სასურველია, არ დაიგეგმოს არაფერი სერიოზული და ყველა მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება გადაიდოს თვის მეორე ნახევრისთვის. განსაკუთრებულად სახიფათო და არასასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი 5-16 მაისის დროის მონაკვეთში, სადაც დამანგრეველი ენერგიების ნეგატიური ზემოქმედება თვის პიკს 8-13 მაისის პერიოდში მიაღწევს.

ამ დაძაბულ დღეებში მოიმატებს კატასტროფების, სტიქიური მოვლენების, ავარიებისა და ხანძრების რიცხვი. სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების მიერ დაშვებული სავალალო შეცდომები, უსაფრთხოების წესების იგნორირება და გულგრილობა შესაძლოა, ფატალური შეცდომების მიზეზი გახდეს და დიდი უსიამოვნებები გამოიწვიოს. უკიდურესად სახიფათო სიტუაციები შეიძლება განვითარდეს დიდი ნავთობ და გაზის კომპანიების ტერიტორიებზე, არ არის გამორიცხული ავარიები და ტექნოგენური კატასტროფები, “- ამბობს მიხეილ ცაგარელი.

წყარო: თბილისელები