პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტრლოგ ხათუნა ნოელის ცნობით, 16 მაისის გვექნება მთვარის სრული დაბნელება, რომლითაც იხურება გაზაფხულის სეზონის დაბნელებების დერეფანი; ეს ეკლიპსი უწევს მორიელის 25°18′-ზე, პიკით თბილისის დროით 08:11:28' წუთზე.
„მთვარის დაბნელება მუდამ ( !) ემთხვევა სავსემთვარეობას, სხვა დროს ის ვერ მოხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაბნელებისას ღამის მნათობი უნდა აუცილებლად მოექცეს დედამიწის ჩრდილში, ეს კი მხოლოდ მაშინ ხერხდება მზე, დედამიწა და მთვარე ერთ სწორ ხაზზე გამწკრივდებიან.
ჩვეულებრივი სავსემთვარეობებისაგან დაბნელებები განსხვავდება იმით, რომ მნათობები უსათუოდ კარმული კვანძებთან შეერთებაში ან ახლოს, იმავე ნიშანში უნდა იმყოფებოდნენ.
იმის მიხედვით, რომელ კვანძს უერთდება დაბნელების დროს მნათობი, ჩრდილოეთისას ( მომავლის) თუ სამხრეთისას ( წარსულის), იცვლება ამ მოვლენის მიერ წამოჭრილი აქცენტები.
ამჯერად, მთვარე მორიელის ნიშანში მოძრავ სამხრეთის კვანძს უერთდება, რაც ნიშნავს წარსულის გააზრების კარმულ აუცილებლობას, უფრო კონკრეტულად კი მორიელის ისეთი ნეგატიური თვისებებისაგან განწმენდას, როგორიცაა შურისმაძიებლობა, ნგრევა და თვითნგრევა, ძალმომრეობა, ძალაუფლების ქონის, სხვისი რესურსების ხარჯზე გამდიდრების სურვილი, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, რაიმეზე/ ვინმეზე ჩაციკვლა, შავმაგიურ ძალებთან კავშირი.
ეს მოცემულობები წარსულს უნდა ჩაბარდეს.
შესაძლოა ცოტა უცნაურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ უნდა მოხდეს უარყოფის უარყოფა. რადგან პოზიტივში სწორედ მორიელის ნიშნის ამოცანას წარმოადგენს კონფლიქტების აღმოფხვრა, და იმის განმტკიცება, რაც სამყაროს ძირეულ კანონებთან მოდის თანხვედრაში. ზოგ შემთხვევაში ეს ამბავი მოითხოვს გმირის არსებობას, რომელიც შეძლებს თავის გადადებას ასეთი დიდი ამოცანის შესასრულებლად. ამისათვის საჭიროა სულიერი სიმწიფე და გოცნობიერებულობა... ესაა მორიელის უმაღლესი საფეხური - რომელიც არწივის სიმბოლოთი გამოისახება. იოლი ამოცანა ნამდვილად არაა, უნდა დაინგრეს ძველი მოდელი და შეიქმნას ახალი. ასეთი გმირი იყო მაგალითად შივა, ან გილგამეში... არ ვიცი, ჩვენს დროში რამდენად მოიძებნებიან რეალური გმირები, სამწუხაროდ უფრო გამოკვეთილია ანტიგმირის სახე, რომელიც ასევე მორიელური ტიპაჟია, მაგრამ არა არწივის, არამედ რუხი ობობის( ღრიანკალის ყველაზე დაბალი იპოსტასი.) საინტერესოა ეს მომენტი იმ თვალსაზრისითაც, რომ ახლა იუპიტერი ( რომელსაც დაბნელების წერტილთან ჰარმონიული ასპექტი- ტრინი აქვს) უკვე ვერძის ნიშანშია გადასული, და ამ გმირის გამოჩენას წესით ამანაც უნდა შეუწყოს ხელი. იმიტომ რომ ვერძი არის იდეალისტი, სუსტების დამცველი, ჩაგრულების მფარველი...
ასე რომ ვნახოთ, ვნახოთ, ვის შემოგვთავაზებს სამყარო გმირად....
ეს ლირიული გადახვევა შეგვიძლია იმითაც განვავრცოთ, რომ დაბნელების წერტილი პლუტონთან მოდის ჰარმონიულ ასპექტში.( არის კიდევ ტრინები მარსთან და ნეპტუნთან, მაგრამ ეს ასპექტები დაშლაზეა წასული და ესეიგი დიდად არ იმუშავებს.) აი, პლუტონი კი ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ დაბნელებისათვის, რადგან, როგორც იცით, მორიელს სწორედ პლუტონი მართავს. და მისი ჰარმონიული კავშირი ეკლიპსის წერტილთან დადებითი ძვრების, სასიკეთო ტრანსფორმაციების გარდაუვალობაზე მიგვითითებს.
სატურნი... სატურნი დაბნელების ღერძთან დაძაბულ ფიგურას- ტაუ-კვადრატს წარმოქმნის, თუმცა საბედნიეროდ ეს კვადრატებიც გაყრადია, რაც ნიშნავს რომ ამ თემამ უკვე ჩაიარა... უბრალოდ რადგან ეს კონკრეტული დაბნელება წარსულის გააზრებას მოითხოვს, ჩვენც მივაყოლოთ გონების თვალი და გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია ჩვენს ცხოვრებაში ის შეფერხებები და თუნდაც კრიტიკა უფროსობისაგან, რაც ცოტა ხნის უკან გვქონდა. გავიაზროთ და გაკვეთილი გამოვიტანოთ.
თუ შევაჯამებთ ზემოთქმულს, შეიძლება დასკვნის სახით ითქვას ერთი, საკმაოდ რთული პერიოდი დასრულდა. ცხოვრება გრძელდება, მაშასადამე ბრძოლაც გრძელდება. ოღონდ აქედან მოყოლებული იცვლება ამოცანები და დღის წესრიგში ძველი, ამორტიზირებული სისტემის ნგრევა დგება. რათა მერე, 8 ნოემბერს, როდესაცუკვე ამ წლის დაბნელებებს კუროში, აღმავალ კვანძთან შეერთებული მთვარის ეკლიპსი დახურავს, ახალ ამოცანებზე- ახალი, უკეთესი სამყაროს შენებაზე გადავიდეთ!“, - აცხადებს ასტროლოგი.