ადამიანის ტვინის უჯრედები ვირთხებს ჩაუნერგეს - როგორი იყო მათი ქცევები კვლევის შემდეგ

ტვინი

ტვინის ორგანოოიდების სტიმულირებისა მიზნით, კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა ააშენეს სტრუქტურები ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან და შემდეგ ისინი ახალშობილი ვირთხების ტვინში შეიყვანეს იმ მოლოდინით, რომ მათში ადამიანის უჯრედებიც გაიზრდებოდა.

ჯგუფმა მოათავსა ორგანოიდები ტვინის იმ რეგიონში, რომელსაც ეწოდება სომატოსენსორული ქერქი. ის იღებს სიგნალებს ვირთხების ულვაშიდან და სხვა სენსორული ორგანოებიდან.

ადამიანის ტვინის უჯრედები ბევრად უფრო ნელა მწიფდება, ვიდრე ვირთხის უჯრედები, ამიტომ მკვლევრებს მოუწიათ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ლოდინი, სანამ ორგანოიდები სრულად ინტეგრირდებოდა ვირთხის ტვინში. როდესაც მათ ბოლოს ცხოველების ტვინი გამოიკვლიეს, ნახეს, რომ ინტეგრაცია წარმატებული იყო.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია “,- ამბობს მოლეკულური ბიოლოგი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და აღნიშნავს, რომ  ტრანსპლანტაციის პროცედურა ჯერ კიდევ ძალიან ძვირი და რთულია იმისათვის, რომ გახდეს სტანდარტული კვლევის ინსტრუმენტი.

როგორი იყო ვირთხების ქცევები

მოხსენებაში, რომელიც Nature-ში გამოქვეყნდა, მკვლევრები აღწერენ, თუ როგორი იყო ვირთხების ქცევები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რომლებსაც ააქტიურებდნენ ვირთხის ტვინში ჩამონტაჟებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შუქით. როდესაც მკვლევრები ვირთხების ულვაშებს შეეხნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ მღრღნელებს რეაქცია ჰქონდათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უჯრედებს შეეძლოთ სენსორული ინფორმაციის აღება.

კვლევის პარალელურად, ადამიანები შეშფოთებულნი არიან, რომ მღრღნელ-ადამიანის ჰიბრიდების შექმნამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს ცხოველებს, ან შექმნას ცხოველები ადამიანის მსგავსი ტვინით. გასულ წელს, აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების მიერ ორგანიზებულმა პანელმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც დაასკვნა, რომ ადამიანის ტვინის ორგანოიდები ჯერ კიდევ ძალიან პრიმიტიულია იმისათვის, რომ გახდნენ ცნობიერი, მიაღწიონ ადამიანის მსგავს ინტელექტს ან შეიძინონ სხვა შესაძლებლობები.

კვლევაში ჩართული ერთ-ერთი მეცნიერი, პასკა ამბობს, რომ მისი გუნდის ორგანოოიდების ტრანსპლანტანტებს არ გამოუწვევია ისეთი პრობლემები, როგორიცაა კრუნჩხვები ან მეხსიერების დეფიციტი ვირთხებში და, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ცხოველების ქცევა.