1736856330
ადამიანები, რომლებიც მოწევას თავს ანებებენ, მეტი ფულის გამომუშავებას იწყებენ - კვლევა
ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი მწეველ ადამიანებსა და მათ შემოსავალს შორის. ყოველ წელს მწეველების შემოსავალი 1,8%-ით მცირდება, - ნათქვამია ფინელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nicotine & Tobacco Research-შია (NTR) გამოქვეყნებული.
მოწევის ნეგატიური შედეგები ყველასთვის ცნობილია - სიმსივნის გაჩენის რისკი, რესპირატორული პრობლემები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ ყველაფერთან ერთად, მოწევის გამო ადამიანები ნაკლებ წარმატებულები ხდებიან შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით კი ფიზიკურად მძიმე სამუშაოებზე, აღნიშნავენ ფინელი მეცნიერები.
მეცნიერებმა კვლევა 24-39 წლის ადამიანებზე ჩაატარა ფინეთის ხუთ სხვადასხვა რეგიონში. ფინელი მეცნიერების აზრით, მოწევისთვის თავის დანებებამ ან თამბაქოს მოხმარების შემცირებამ ადამიანის შემოსავალი 9%-მდე შეიძლება გაზარდოს.