„ზურას ჩემთვის ერთი მესიჯიც არ გამოუგზავნია... რეალითში მონაწილეობას არ ვნანობ, პირიქით - ბედნიერი ვარ“ - ნახეთ, ვისთან გააგრძელებს მეგობრობას ლენუკა ყიფშიძე

lenuka

ლენუკა ყიფშიძე "პრაიმტაიმთან" ასახელებს პრაიმჰაუსელებს, ვისთან მეგობრობასაც პროექტის გარეთ გააგრძელებს. თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ.

ლენუკა ყიფშიძე: ზურას არ უნდოდა ჩემი "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობა. ერთი მესიჯიც არ გამოუგზავნია ჩემთვის.

რეალითში მონაწილეობა არ მინანია. პირიქით. ბედნიერი ვარ. თავიდან ჩაკეტილი ვიყავი. იმას არ ეწყინოს, ამას არ ეწყინოს-მეთქი და ვერ ვლაპარაკობდი გახსნილად. მერე უფრო გამოვიწვრთენი ადამიანების შეფასების კუთხით. საკუთარ თავთან მუშაობა ვისწავლე. თუ მანამდე ფეთქებადი ვიყავი, უკვე აღარ ვარ. საკუთარ თავშიც ბევრი კარგი თვისება დამანახა.

კამერებთან გავიხსენი. ისე მივეჩვიე, არც ვაქცევ ყურადღებას. კომპლექსი მომეხსნა. 

- ვისთან გააგრძელებ მეგობრობას?

- კოსტასთან, თამაზასთან, გოგასთან, გურამთან, საბასთან და სალომესთან. მე მეგობრული ადამიანი ვარ და როდესაც ვგრძნობ, რომ ადამიანს ჩემთან მეგობრობა სურს, მეც ვემეგობრები.