სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
1733236378
16 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა რჩეულმა, ნიცა თავაძემ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:
„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული, 21 წლის, სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“, – წერდა იტალიური მედია.
გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა ცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.
ახლახან, წყვილი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე გამოჩნდა და იტალიური ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის, მე-17 ადგილი დაიკავა.