„ამ ბიჭს უმშვენიერესი ცოლი ჰყავს!“ - წითელ ხალიჩაზე ნიცა თავაძის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

kvara

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს ალაპარაკება კიდევ ერთხელ შეძლო. იტალიური ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის, მე-17 ადგილი დაიკავა. ის დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა.

წყვილის ფოტოები მალევე ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. გარდა იმისა, რომ ნიცამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე, მათ ხვიჩას თავმდაბლობაც არ დავიწყებიათ, რაც წითელი ხალიჩიდანაც თვალნათლივ ჩანდა.

გამოხმაურებების უმეტესობა იდენტურია, ყველა ნიცა თავაძის მშვენიერებას უსვამს ხაზს.

„მხოლოდ მე შევამჩნიე, რომ „ოქროს ბურთის“ დანარჩენ კანდიდატებზე ლამაზი შეყვარებული ჰყავს?!“; „ამ ბიჭს მშვენიერი ცოლი ჰყავს“; „მისი შეყვარებული ცეცხლია“;  „ვაუ, მისი ცოლი ნამდვილად ლამაზია“; „ულამაზესი წყვილი, ეს გოგო ძალიან ლამაზია“; „მისი ცოლი ანათებს“...

ასევე ნახეთ:

ოქროს ბურთი 2023: აიტანა ბონმატი წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია

ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიგო

VIDEO: „ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი...“- კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე