საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა - სასტიკი მკვლელობის დეტალები
1732197222
"გაძეტა დელო სპორტი" ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა. წერილის ავტორია ჟურნალისტი ვინჩენცო დ'ანჯელო, სალომე ხარატიშვილის უშუალო მონაწილეობით. რომელიც lelo.ge-სთან თანამშრომლობს...
გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი სტატიიდან
"ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა. "დიახ, თანახმა ვარ" - სიტყვები, რომელიც ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ბედნიერების ეს წუთები მან თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ერთ ლამაზ დღეს გაიზიარა.
სწორედ აქ, მართლმადიდებლური რიტუალის აღსრულებით, წყვილის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ქორწილიც აღსრულდა. "კვარამ" და ნიცამ სამუდამო სიყვარული უფლის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს. საქორწინო რიტუალი მდიდარი იყო სიმბოლოებითა და ბრწყინვალე სანახაობით.
წვეულება - ემოციური და დაუვიწყარი სანახაობა აღმოჩნდა 60 სტუმრისთვის. მხოლოდ უახლოესი ნათესავები და რამდენიმე სიყრმის მეგობარი. მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს "კვარამ" ქართული ტრადიციული სამოსი - ჩოხა შეარჩია (თეთრი ფერი - საქორწინო ცერემონიისთვის) - ტიპური ტრადიციული სამოსი ქართველი და კავკასიაში მცხოვრები ეთნიკურად კავკასიელი ხალხისთვის.
ნიცამაც, თავის მხრივ, ტრადიციული სტილის საქორწინო კაბა შეარჩია. საქორწინო ბეჭდების სამჯერ გაცვლის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი უკვე გვირგვინის დადგმის ეპიზოდი იყო, რაც საქორწინო რიტუალის საბოლოო შტრიხია.
ეკლესიიდან გამოსულთ კი მათ აღმართული ხმლების კორიდორის გავლამ მოუწიათ. თავის მხრივ, ეს რიტუალიც ბედნიერების კარიბჭის სიმბოლოდ მიიჩნევა.
დაბრუნება ნეაპოლში - ფოიერვერკის ეფექტის მქონე დაბრუნება, ეს არის ის, რასაც ნეაპოლში თავის "მეფეს" სთხოვენ, რომ მან ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის კვლავ გააგრძელოს. "კვარას" ღიმილი სახეზე და მისი ბედნიერება პირად ცხოვრებაში რუდი გარსიასთვის ერთგვარი სიმდიდრეა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მისი "ნაპოლი" რაღაც დროით ვიქტორ ოსიმენის გარეშე ითამაშებს.
ხვიჩას სამშობლოში დაბრუნების დამახასიათებელი შტრიხი იყო გოლთან დაბრუნებაც. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან ეროვნული ნაკრების მაისურითაც გაიტანა გოლი. ამ დღეებში ჩვენ კვლავ ვნახეთ "კვარადონას" გაბრწყინება. ხვიჩა, რომელმაც ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, ხოლო კვირა საღამოს - კვიპროსს, გოლის აღნიშვნის ახალი სცენარიც შემოგვთავაზა - ტრიბუნებისკენ გაიქცა და ხელის მოძრაობით მშვილდოსნის პანტომიმა შექმნა.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო მშვილდით და გულისგამოსახულებიანი წარწერით. ვინ იცის, შეიძლება ეს შენიღბული ძღვენი იყო მისი გულის დედოფლის, ნიცას მიმართ.
დარწმუნებით ვიცით, რომ ნეაპოლში ელოდებიან, არის თუ არა ეს საბოლოო გადაწყვეტილება - მშვილდოსანი, რომელმაც მშვილდი მათთან ერთად საბრძოლველად მოზიდა. წყარო