„ზღვაში, წყევლისა და ჯადოსგან გათავისუფლებაც შეიძლება...“ - რიტუალი ანზორ ოდიშარიას

ანზორ ოდიშარია

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარიას თქმით, ზღვაში წყევლისგან და ჯადოსგან გათავისუფლებაც შეიძლება.

„როცა ჩვენ ზღვაში შევდივართ, არ არის აუცილებელი, რომ თვალები დავხუჭოთ. უბრალოდ, მოვდუნდეთ და ტალღის დინამიკას შევერწყათ. თითქოს, გავიხსენით, როცა შენ და წყალი ერთი და იგივე ხართ. 

როცა შენ ამას გრძნობ, სრულიად იწმინდები. საკმარისია, ეს ორი წუთით გავაკეთოთ და თქვენ იგრძნობთ, რომ 3-4 დღეში სხვა ენერგიაზე იქნებით. 

ძვალსახსროვანი პრობლემები ვისაც აქვს, მიწაში კოჭამდე ჩაეფალით და 10 წუთით დადექით. ეს ექსპერიმენტი გერმანელმა მკვლევარმა ჩაატარა და დაადგინა, რომ მიწას ადამიანის სხეულიდან ტოქსიკური ნარჩენი გამოაქვს. 

ხშირად, ჩვენი ბებიები ბალახეულს აფენდნენ ხოლმე, რომ ეს ტოქსინები დაცლილიყო“, - ამბობს ეზოტერიკოსი.