უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
1999 წლის 19 მარტს, ნიუ-მექსიკოში 22 წლის სინტია ვიჯილთან ავტოსადგომზე მამაკაცი მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პოლიციელი იყო. კაცმა გოგონას უთხრა, რომ ის პროსტიტუციის ბრალდებით უნდა დაეკავებინა და მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვა. სინამდვილეში უცნობი დევიდ პარკერ რეი გახლდათ, სერიული მკვლელი, რომელმაც ვირჯილი იძულებით ჩასვა ტრაილერში, რომელსაც დამნაშავემ “Toy Box (სათამაშო ყუთი)" უწოდა.
22 წლის გოგონამ სამი დღე გაატარა ტრაილერში, სადაც მასზე სამი დღის განმავლობაში ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად რეი და თავისი შეყვარებული, სინდი ჰენდი ძალადობდნენ. მოძალადეები იყენებდნენ მათრახებს, სამედიცინო და სექსუალურ ინსტრუმენტებსა და ელექტრო შოკს. წამების დაწყებამდე კი რეი თავისივე ხმის ჩანაწერს ურთავდა, რომელშიც დეტალურად განმარტავდა, თუ რისი ატანა მოუწევდა ახალგაზრდა ქალს.
მესამე დღეს, როდესაც დევიდი სამსახურში იმყოფებოდა, შემთხვევით სინდიმ იმ ბოქლომის გასაღები დატოვა მაგიდაზე, რომლითაც ვიჯილი იყო დაბმული. გოგონამ შესაძლებლობით ისარგებლა, თავი გაითავისუფლა და გაქცევა მოახერხა. სწორედ ეს შემთხვევა გახდა რეისა და ჰენდის დაჭერის თავდაპირველი საფუძველი. იმ დროს კი არავის წარმოედგინა, თუ რამდენად სასტიკ დამნაშავესთან ჰქონდათ სამართალდამცველებს საქმე...
დევიდ პარკერ რეი 1939 წეკს, ნიუ-მექსიკოში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ მედიისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას ძირითადად ბაბუა ზრდიდა, თუმცა რეგულარულად კონტაქტობდა მამასთან, რომელიც მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ადრეულ ასაკში მას ხშირად აბულინგებდნენ გოგონების მიმართ გამოჩენილი სიმორცხვის გამო. ცნობილია ისიც, რომ რეი თინეიჯერობიდან მოიხმარდა სასმელსა და ნარკოტიკებს.
ზრდასრულ ასაკში ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო პარკებში მექანიკოსად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ოთხჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში.
დღემდე გაურკვეველია, თუ როდის დაიწყო რეიმ დანაშაულებრივი ცხოვრება, გავრცელებული ინფორმაციით, მან პირველი დანაშაული 1950-იან წლებში ჩაიდინა.
მისი დაკავების შემდეგ, პოლიციამ მისი სახლისა და ტრაილერის გაჩხრეკის ორდერი მიიღო. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი იმაზე შემზარავი სანახაობა დახვდათ, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდნენ.
დევიდის ტრაილერის შუა ნაწილში გინეკოლოგის კაბინეტის სკამის ტიპის სავარძელი იდგა, ჭერში კი სარკე ეკიდა, რათა მსხვერპლს თავისი წამება კარგად დაენახა. იატაკზე კი მათრახები, ჯაჭვები, ხერხები და სხვა ხელსაწყოები ეყარა, რომლებსაც კაცი წამების დროს იყენებდა. კედელზე უამრავი დიაგრამა ეხატა, რომლებშიც ტანჯვის სხვადასხვა მეთოდის ინსტრუქციები ეწერა.
ყველაზე შემზარავი კი 1996 წლის ვიდეოჩანაწერი აღმოჩნდა, სადაც აღბეჭდილია შეშინებული ქალი, რომელზედაც დევიდი და მისი მეგობარი გოგონა სექსუალურად ძალადობდნენ და აწამებდნენ.
დევიდ პარკერ რეის დაპატიმრების შემდეგ, კიდევ ერთი ქალი გამოჩნდა, რომელიც დამნაშავეს სასწაულებრივად გადაურჩა.
ანჟელიკა მონტანო რეის ნაცნობი გახლდათ, რომელიც რეის სახლს ნამცხვრის გამაფხვიერებლის გამოსართმევად ეწვია. მოგვიანებით ქალი ნარკოტიკებით გააბრუეს, გააუპატიურეს და აწამეს, რის შემდეგაც უდაბნოში დატოვეს. საბედნიეროდ, მონტანო პოლიციამ იპოვა, მაგრამ საქმის გამოძიება ბოლომდე არ მისულა.
დევიდი წამებისას ხშირად იყენებდა ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა ნატრიუმის პენტოტალი და ფენობარბიტალი. ამ ყველაფერს კი იმისთვის აკეთებდა, რომ მსხვერპლს გადარჩენის შემთხვევაში მომხდარის გახსენება არ შეძლებოდა.
ვიჯილმა და მონტანომ რეის წინააღმდეგ პოლიციას ჩვენება მისცეს. მოგვიანებით კი მათ სინდი ჰენდიც შეუერთდა, რომლის მონაყოლიდანაც დადგინდა, რომ დევიდს დანაშაულების ჩადენაში არაერთი ადამიანი ეხმარებოდა. მათ შორის იყვნენ მისი ქალიშვილი გლენდა რეი, იგივე ჯესი და მისი მეგობარი დენის როი იანსი. მათი სასტიკი თავდასხმებიდან რამდენიმე მკვლელობით დასრულდა.
იანსიმ აღიარა, რომ 1997 წელს მონაწილეობა მიიღო მერი პარკერის სასტიკ მკვლელობაში. ახალგაზრდა ქალი დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა და რამდენიმე დღის განმავლობაში აწამა. მოგვიანებით კი ის დენისმა დაახრჩო.
დევიდ პარკერ რეის გადარჩენილ მსხვერპლთაგან ერთ-ერთი კელი გარეტია - გოგონა, რომლის წამების ვიდეოჩანაწერიც პოლიციამ დევიდის ტრაილერში აღმოაჩინა. რეის დაკავების შემდეგ, ჩანაწერის რამდენიმე ფრაგმენტი მედიაში გავრცელდა, საიდანაც ახალგაზრდა ქალი ყოფილმა დედამთილმა ამოიცნო. გარეტი დევიდ პარკერ რეის ქალიშვილის მეგობარი გახლდათ.
1996 წლის 24 ივლისს კელიმ ჯესისთან ერთად ადგილობრივ სანატორიუმში ღამით დარჩენა გადაწყვიტა. ადგილზე მისვლისას, ჯესიმ მის სასმელში ნარკოტიკი ჩაყარა და Toy Box Killer-ის ტრაილერში ჩასვა, სადაც დევიდ პარკერ რეი მასზე ორი დღე ძალადობდა. მოგვიანებით კი დევიდმა მას ყელი გამოჭრა და გზის პირას მომაკვდავი დატოვა.
საბედნიეროდ, გარეტი სასტიკ თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა, პოლიციამ მისი მონაყოლი არ დაიჯერა.
დევიდ პარკერ რეიმ მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება 30 წელზე მეტხანს შეძლო, თუმცა, საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა და მას 224 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა. კაცი 2002 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი მსხვერპლების ზუსტი რაოდენობა კი დღემდე უცნობი რჩება. პოლიციამ მის სახლში აღმოაჩინა ასობით სამკაული, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთი, რომლებიც სავარაუდოდ რეის მიერ მოკლულ ქალებს ეკუთვნოდათ.
მსხვერპლთა სიმრავლეზე მიუთითებს ის ძალისხმევაც, რაც რეიმ ტრაილერის მომზადებაში ჩადო. მას წინასწარ ჰქონდა ყველაფერი მომზადებული ისე, რომ წამების ხმა არავის გაეგო.
რაც შეეხება ჯესი რეის, მას ცხრა წელი, ხოლო სინდი ჰენდის - 36 წელი მიუსაჯეს. ორივე მათგანი ადრე გაათავისუფლეს და დღეს ისინი თავისუფლები არიან.
ასევე ნახეთ:
"ორი ქმარი და საკუთარი ქალიშვილები მოკლა" - ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი ქალის საქმე
ქართველი სერიული მკვლელები, რომელთაგან ორი ქალია - სკანდალური საქმეების დეტალები