ყველაზე სკანდალური ტიკტოკერის უმძიმესი ტრაგედია, 2 ქორწინება და წარმატება უცხოეთში

ტიკტოკერი

„პრაიმტაიმმა“ ტიკტოკიდან  უკვე ბევრი ნიჭიერი ადამიანი ახლოს გაგაცნოთ. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ერთ-ერთმა ხმაურიანმა და სიმპათიურმა მამაკაცმა მიიპყრო. სქროლვისას, მისი ვიდეო ალბათ, ერთხელ მაინც შეგხვედრიათ. 

მიშა მეშველიანი 45 წლისაა, ცხოვრობს საბერძნეთში და წლის რამდენიმე თვეს, ოჯახთან, ლოს-ანჯელესში ატარებს. გამოირჩევა თამამი და მრავალფეროვანი კონტენტით. ამას ისიც მოწმობს, რომ პირადი ანგარიში რამდენჯერმე გაუუქმეს, თუმცა, არ ნებდება და ისევ ახალს ქმნის.

საკუთარ თავზე უფრო მეტს თავად მოგვიყვება.

მიშა მეშველიანი: - მრავალფეროვანი კონტენტი მაქვს. ეს უკვე მეხუთე ექაუნთია, ყველა დამიბლოკეს. იყო +18 კონტენტიც, რადგან ბევრ სექსუალურ თემაზე ვსაუბრობდი.

რატომ გებრძვიან?

- კომპლექსები აქვთ. სხვა ვერაფერს აკეთებენ.

- საბერძნეთში ცხოვრობთ. როდის და რატომ დატოვეთ საქართველო?

- 90-იანი წლებიდან წავედი საბერძნეთში, რთული იყო, მაგრამ ტკბილად და კარგად მახსენდება ყველაფერი. საქართველო დედასთან ერთად დავტოვეთ მე და ჩემმა და-ძმამ.

შემდეგ გავხდი სტილისტი, დავეუფლე სამეჯლისო ცეკვებს. საბერძნეთის ჩემპიონი 13-ჯერ გავხდი. შევისწავლე ფოტოგრაფია, ცნობილი ფოტოგრაფი გახლავართ. გავხსენი ჩემი ბუტიკი, ჩემი ონლაინ ხაზი მქონდა....

ამერიკაში ინტერიერის დიზაინს ვაკეთებ. ზოდიაქოთი მერწყული ვარ და თუ ეს ნიშანი ბევრ რამეს ვერ გააკეთებს, მაშინ მერწყული არ გამოდის. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

„მინდა იცოდეთ, რამდენსაც უნდა ვაკრიტიკებდე, არ ვაპირებ გავუდგე“ - რას წერს „ბზიკო“

ხელფასები იზრდება - ნახეთ, ვის ეხება ახალი ცვლილება

„...ეს გავა და არ დაიჯეროთ!“ - ანა ქურდაძე მიმართვას ავრცელებს