პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ თითქოს მსოფლიო გააჩერა, ერთი დადებითი მხარე მაინც შეგვიძლია დავინახოთ - ვირტუალურ სივრცეში ბევრი დროის წყალობით, უამრავი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა.
„პრაიმტაიმმა“ ტიკტოკიდან უკვე ბევრი ნიჭიერი ადამიანი ახლოს გაგაცნოთ. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ერთ-ერთმა ხმაურიანმა და სიმპათიურმა მამაკაცმა მიიპყრო. სქროლვისას, მისი ვიდეო ალბათ, ერთხელ მაინც შეგხვედრიათ.
@mr.misha_official #ფორიუ #ფორიუზე #georgiantiktok ♬ Şımarık - Tarkan
მიშა მეშველიანი 45 წლისაა, ცხოვრობს საბერძნეთში და წლის რამდენიმე თვეს, ოჯახთან, ლოს-ანჯელესში ატარებს. გამოირჩევა თამამი და მრავალფეროვანი კონტენტით. ამას ისიც მოწმობს, რომ პირადი ანგარიში რამდენჯერმე გაუუქმეს, თუმცა, არ ნებდება და ისევ ახალს ქმნის.
საკუთარ თავზე უფრო მეტს თავად მოგვიყვება.
მიშა მეშველიანი: - მრავალფეროვანი კონტენტი მაქვს. ეს უკვე მეხუთე ექაუნთია, ყველა დამიბლოკეს. იყო +18 კონტენტიც, რადგან ბევრ სექსუალურ თემაზე ვსაუბრობდი.
რატომ გებრძვიან?
- კომპლექსები აქვთ. სხვა ვერაფერს აკეთებენ.
- საბერძნეთში ცხოვრობთ. როდის და რატომ დატოვეთ საქართველო?
- 90-იანი წლებიდან წავედი საბერძნეთში, რთული იყო, მაგრამ ტკბილად და კარგად მახსენდება ყველაფერი. საქართველო დედასთან ერთად დავტოვეთ მე და ჩემმა და-ძმამ.
შემდეგ გავხდი სტილისტი, დავეუფლე სამეჯლისო ცეკვებს. საბერძნეთის ჩემპიონი 13-ჯერ გავხდი. შევისწავლე ფოტოგრაფია, ცნობილი ფოტოგრაფი გახლავართ. გავხსენი ჩემი ბუტიკი, ჩემი ონლაინ ხაზი მქონდა....
ამერიკაში ინტერიერის დიზაინს ვაკეთებ. ზოდიაქოთი მერწყული ვარ და თუ ეს ნიშანი ბევრ რამეს ვერ გააკეთებს, მაშინ მერწყული არ გამოდის.
- ახლა რა საქმიანობ?
- ინტერესის გამო, ახლა მანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში ვარ. მაინტერესებდა მომეწონებოდა თუ არა. ვფიქრობ, ეს საჩემო არ არის. კრეატიული ადამიანი ვარ და ახალ-ახალი გამოცდილებები მჭირდება.
- გაქვთ გადაწყვეტილი რას მოჰკიდებთ ხელს სამომავლოდ?
- გეგმები არასდროს მაქვს. ბევრი რამ გავაკეთე, ზოგი კარგად წავიდა, ზოგიც - არა. ახლა ყველაფერს თავი დავანებე და დასვენება გადავწყვიტე. როცა მოვა დრო, იმას გავაკეთებ, რაც მენდომება.
- პირადში რა ხდება, გყავთ მეორე ნახევარი?
- ვაიმე, რას ამბობთ, რა მეორე ნახევარი (იცინის) თავისუფალი ვარ. თუმცა, ბევრი გოგო მწერს.
2-ჯერ განქორწინებული ვარ. პირველად რომ ცოლი შევირთე, 17 წლის ვიყავი, მეორედ 23. შვილი არ მყავს...
ჩემმა პირველმა მეუღლემ ჩემს გარეშე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ვერ ვაპატიე... მეორე მეუღლეს ხასიათით ვერ შევეწყვე. მას ძირითადად, სახლში უნდოდა ყოფნა, მე გარეთ, მეგობრებთან ერთად... სულ სახლში ყოფნა არ შემეძლო, მინდოდა სხვებიც მოსულიყვნენ ჩვენთან სტუმრად... ნელ-ნელა ჩემებს ვკარგავდი... როცა მივხვდი, რომ მკეტავდა, დაშორების გადაწყვეტილება მივიღე და გავიქეცი...
- ოჯახის შექმნაზე კიდევ თუ გიფიქრიათ?
- მიფიქრია... თუმცა, ამ ასაკში ოჯახის შექმნა, ბავშვი... ასაკის გამო ცოტა ვფერხდები. აფრიკაში 2 ბავშვს ვუწევ მზრუნველობას. ძალიან ბევრს ისე ვეხმარები... იქ ბავშვის აყვანა შეუძლებელია, უბრალოდ, ონლაინ დახმარება შეგიძლია. როცა იქ ვიმყოფებოდი, 2-3 დღით ჩემთანაც მიმყავდა. იქ ჩემი უახლოესი მეგობარი ცხოვრობს და ამ ყველაფერში მეხმარება.
ძმა მყავს დაღუპული და რაც მას ვერ მივეცი, ვცდილობ, მისი სახელით სიკეთე ვაკეთო.
ლაივში ყოფნის დროსაც ბევრჯერ მითქვამს - არ მომწეროთ, ფული მჭირდება. თუ დახმარება გესაჭიროებათ, მომწერეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გავგზავნი ხალხს, შეამოწმებენ ვინ და რა ხარ, ამის შემდეგ კი ერთობლივი ძალებით შევძლებთ დახმარებას.
- ძმის შესახებ გვიამბეთ, რა შეემთხვა?
- ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, სვანეთში... კატა დაინახა კარადაზე, უკან-უკან წავიდა და სათლში ჩავარდა, სადაც ელექტრო გამაცხელებლით წყალი ცხელდებოდა....
უცებ ტანსაცმლის გახდა დავუწყე, ზამთარი იყო, ნაქსოვები მოვაშორე სწრაფად, მაგრამ ...
რომ დაიღუპა, 2 წლინახევრის იყო. 5 წლის ბავშვის შეხედულება ჰქონდა. დიდ კაცებთან იჯდა და საუბრობდა... დედაჩემი ერთ ღამეში გათეთრდა.
- თქვენს ვიდეოებში ხშირად დედათქვენიც ფიგურირებს...
- დედა ჩემი მეორე ნახევარია. მან ჩემზე ყველაფერი იცის, სად, როგორ და ვისთან.
- როგორც ვიცი, საბერძნეთის „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გქონდათ შემოთავაზება, რატომ არ დათანხმდით?
- პირველ ორ სეზონში მიწვეული ვიყავი, მაგრამ დრო არ მქონდა, რადგან ტაილანდში მქონდა სამუშაო. მეორე სეზონზე ჩემი მოსწავლეები წავიდნენ, ვისაც ვასწავლიდი და ვატრენინგებდი. მე ვთქვი, 13-გზის საბერძნეთის ჩემპიონი ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვერ წავალ-თქო. იქ სელებრითებზე იყო გათვლა.
@mr.misha_official #ბაჩატა #bachata #bachatadance #ფორიუ #ფორიუზე #georgiantiktok #fyp #foryou #foryoupage ♬ πρωτότυπος ήχος - Mr.Misha
მთელი საბერძნეთი, კვიპროსი მიცნობს - 80 ევროს ერთ საათში მიხდიან, დავდივარ და მოცეკვავეებს ვავარჯიშებ. ჩემი ჯგუფები პირველ ადგილს იკავებენ ყველგან. ახლა ყველაფერი ჰობის დონეზე მაქვს, ზოგიერთ ჯგუფს ისევ ვავარჯიშებ. წყვილებს თავად ვარჩევ. ახლა ისეთ ასაკში ვარ, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს. არ მაინტერესებს ჩემზე რას ამბობენ ზურგს უკან, მე ერთი ნაბიჯით წინ ვარ.
- ბევრი კრიტიკაა თქვენი მიმართულებით. როგორ უმკლავდებით ჰეითს სოციალურ ქსელებში, თქვენზე თუ ახდენს გავლენას?
- მე ბავშვობიდან პირდაპირი ვარ. ვცდილობ, ყველას ზრდილობის ფარგლებში, ცოტა ხუმრობით და ირონიულად ვუპასუხო. მეც შემიძლია კბენა, დედაჩემი მეუბნება ხოლმე, დაანებე თავი, არ უპასუხო შენებურადო. თუ მინდა, მეც მაქვს შხამი, თუმცა, არ მგონია ეს საჭირო იყოს. მათი ნათქვამი ვერ შემეხება.
- საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე?
- 2017 წლიდან ყოველ წელს ჩამოვდივარ ხოლმე. უამრავი ნათესავი მყავს თბილისში და სვანეთში.