ქუჩების ჩამონათვალი, სადაც წყალი 24 საათით შეწყდება
1795721578
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, საბანკო სექტორის განვითარება და ფინანსური სტაბილურობის საკითხები განიხილეს.
ყურადღება, ასევე, გამახვილდა EBRD-თან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური ბაზრის განვითარების მიმდინარე პროექტებზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ეროვნული ბანკისთვის EBRD-ის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებები, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეებმა საქართველოს მყარ მაკროეკონომიკურ გარემოსა და სამომავლო საინვესტიციო გეგმებზე ისაუბრეს.
"გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა EBRD-ის მაღალი რანგის დელეგაციასთან. დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთი მსხვილი პორტფელი გააჩნია სხვადასხვა პროექტში და, მათ შორის, პორტფელის თითქმის ნახევარი არის დაბანდებული ქართულ საბანკო სისტემაში და ეს არის სწორედ მათი რესურსი ლარშიც, დოლარშიც, რომელიც შემდეგ ჩვენმა ქართულმა ბანკებმა შეიძლება გაასესხონ, ასესხონ ეკონომიკას.
სამომავლო გეგმებზე იყო საუბარი, ხედავენ რამდენად მყარია მაკროეკონომიკური ვითარება, როგორ ვითარდება ჩვენი საბანკო სისტემა, ძალიან მიმზიდველია ინვესტირებისთვის და ამ თვალსაზრისით, ბევრი კარგი გეგმა გვაქვს სამომავლოდ დასახული," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
EBRD-ის მმართველი დირექტორის თქმით კი, ბანკი მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან კერძო და რეალური ეკონომიკის, მცირე და საშუალო ბიზნესის, კორპორაციების, ახალგაზრდა და ქალ მეწარმეებისა და ეკონომიკის გამწვანების მხარდასაჭერად.
"EBRD მჭიდროდ მუშაობს საქართველოს საფინანსო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს და რეალურ ეკონომიკას საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ქალ მეწარმეებს, ეკონომიკის გამწვანებას. ჩვენ ამას წლებია ვაკეთებთ და კვლავაც გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკთან შეხვედრის ფარგლებში გავაცანით ფინანსურ სექტორთან მიღწეული პროგრესი, ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა საუკეთესო საერთაშორისო დონეზე დარჩეს," - აღნიშნა EBRD-ის მმართველმა დირექტორმა ფრენსის მალიჟიმ.