„ყველა მეკითხება, პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაიკეთეო“ - რა რჩევას აძლევს ქალბატონებს ნინო ჩხეიძე

chxeidze

ნინო ჩხეიძე მაკიაჟის კეთებაში ისე დახელოვნებულა, რომ უცხოეთში, საკონცერტო გასტროლის დროს, თვითონ იკეთებს "მეიქაფს." 

„არის შემთხვევები, სადაც ვიზაჟისტი მხვდება, მაგრამ ძირითადად, ამ კუთხით, მე ვემსახურები საკუთარ თავს. წამწამების დაკვრით დაწყებული, სრულყოფილი საკონცერტო მაკიაჟის გაკეთება შემიძლია“ - „პრაიმტაიმთან“ ამბობს მომღერალი.

„ღამის პრაიმტაიმის“ წამყვანს ძალიან მოსწონს „რუსთავის 2“-ის ვიზაჟისტის მიერ გაკეთებული მაკიაჟი.

ნინო ჩხეიძე: ისეთი ბიჭია, გადაცემის ყურების შემდეგ ყველა მეკითხება, პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაიკეთეო? იმდენად მაგარ მაკიაჟს აკეთებ ილია, რომ ეს ეჭვი უჩნდებათ. 

ყოველთვის იმპროვიზებულად მღებავს და არასდროს ერთი და იმავე თანმიმდევრობით. ხან ტუჩით იწყებს შეღებვას, ხან თვალით... არ იმეორებს, სამოსს უხამებს. ნიჭიერი ვიზაჟისტია. 

ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ვხმარობ. მაგის არც ნერვები მაქვს და არც კომპლექსი. ხომ არიან ქალბატონები, უმაკიაჟოდ რომ ვერ გამოდიან სახლიდან. მე ასე არ ვარ. სამაგიეროდ, სახის კანს ვუვლი განსაკუთრებულად. დილის და საღამოს რუტინა ჩემთვის აუცილებელია.

რაც უნდა გვიან დავბრუნდე სახლში, გამორიცხულია, სახის კანი არ დავიტენიანო და სახის მოვლის პროცედურა გამოვტოვო. 

თვალის გარშემო აქტიურად ვიყენებ პაჩებს. თუ არ მაქვს, ყინულის კუბები კარგი საშუალებაა, რომ თვალის გარშემო და მთელ სახეზე გადაისვათ. დილით შეშუპებულ კანს კარგად კრავს და აცოცხლებს. 

თუ ყინულში კიტრს ან ხილს ჩავყინავთ, ვიტამინებსაც მივაწვდით კანს. ასე რომ, სცადეთ, მართლა ძალიან ეფექტიანია და თან - ბიუჯეტური...