დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნუკი კოშკელიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდა თუ არა, "პრაიმ ჰაუსში" უკრეს თავი. სამშობლოში ჩამოფრენისთანავე სამსახურს სთავაზობენ და ბედნიერია. შარშან "ნიჭიერის" შემთხვევაშიც ასე იყო. ჩამოვიდა თუ არა, მეგაშოუს წამყვანად ვიხილეთ. ახლა, "რუსთავი 2"-ის რეიტინგულ რეალით შოუში კი, ჟიურის წევრია და ახალი ამპლუა უკვე მშვენივრად მოირგო.
თბილისში სექტემბრამდე რჩება. ამასობაში საქართველოს მისი ამერიკელი ქმარი, ბენიც ეწვევა, მათი გასაცნობი აპლიკაცია "დამაჯახეც" მოიქოქება და სოფელიც აშენდება. (ნუკის ამ აპლიკაციაზე მალე იხილავთ "ღამის პრაიმტაიმს"და არ გამოტოვოთ!)
ნუკი კოშკელიშვილი: ძალიან მიხარია, რომ ჩამოსვლისთანავე სამსახურს მთავაზობენ. როგორც სხვა დაკომპლექსებულ ადამიანს, მეც სულ მგონია, რომ აღარავის ვაინტერესებ, აღარ ვჭირდები და მერე რომ მეუბნებიან - გვჭირდებიო, აპ! მიხარია.
- ეგ ფიქრები, ალბათ, ამერიკაში მოგდის, როცა საქმე არ გაქვს, არა?
- არა, ასე არ არის, მაგრამ რა ვქნა, რომ მე ჩემს სამშობლოს ვერ ველევი. აქაური ყველაფერი მირჩევნია, ჰაერი, ტელევიზია და ყველაფერი აქაური მიყვარს. აქ ჩამოსვლა მიხარია. ბენიც ჩამოვა. უბრალოდ, ჩემსავით სამი თვით ვერ ინავარდებს.
- ნუკი, შენი და ბენის გასაცნობი აპლიკაცია დაიქოქა? შემოსავლიანია?
- სამ კვირაში 50 ათასი მომხმარებელი დარეგისტრირდა. შემოსავლიანი არ არის, მხოლოდ ხარჯია, რადგან უფასო აპლიკაციაა. ბენის ასეთი სულისკვეთება აქვს: გასაცნობი აპლიკაციით, ნუკი, აი, ასეთი მაგარი გოგო გავიცანი და მინდა სხვამაც ამ გზით შექმნას ოჯახიო.
- მოგწონს ახალი სამსახური - "პრაიმ ჰაუსი"?
- ძალიან მომწონს ეს რეალითი შოუ. ჟიურის წევრობაზე შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ყველა მონაწილის გულშემატკივარი ვარ.
საერთოდ, რეალითი შოუების უდიდესი ფანი ვარ. ამერიკაში რეალითს სულ სხვა დატვირთვა აქვს. იქ ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია, ყველა საკაბელო ტელევიზიას აქვს ათი-ოცი რეალითი შოუ და ყველა უყურებს. რეიტინგულის გარდა, პატივს სცემენ ამ შოუს, რადგან მასში ადამიანები თავიანთ პირად, რეალურ ცხოვრებას აჩვენებენ და ვფიქრობ, ეს პატივსაცემია. სოციალური ქსელების და მედიის სამყაროში განსაკუთრებულად აქტუალურია. ამ დროს საქართველოში ჰგონიათ, რომ დაბალი დონის შოუა.
"რუსთავი 2"-მა ამ შოუთი ახალი სუნთქვა შემოიტანა. რეალითი სულ სხვა ფორმატით დაბრუნდა. ბევრად რეალური და აქტუალურია.