„ყველა ის ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება ჭეშმარიტ სიყვარულს, დაიშლება“ - ცაგარელი

სიყვარული ქვიზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წყვილებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასიყვარულო ურთიერთობა არ იქნება გულწრფელი და ჭეშმარიტი, დაშორდებიან.

2023 წელი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე იყო გასული წელი. ასევე, კარგია პირადი ურთიერთობების კუთხით, თუმცა, ვისთვის კარგი, ვისთვის - ცუდი. ყველა ის ურთიერთობა, რომელიც არასანდოა, არ ეფუძნება ერთგულებას და ჭეშმარიტ სიყვარულს - დაიშლება. ის, რაც მოსაშორებელია, ბალასტი მოშორდება. მაგრამ მგონი უკეთესია, ჭეშმარიტი სიყვარული გაიფურჩქნოს. 

სხვათაშორის, გამრავლებისთვის ეს ერთ-ერთი კარგი წელიწადია. იმედია, დემოგრაფიულ პრობლემას ცოტა მოგვიგვარებს.“ - თქვა ცაგარელმა „დილის პალიტრაში“.